ჩაბარების ვადა:

17 ივნისი 2021, 17:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T9849 - ტენდერი მუნიციპალურ ტრანსპრტორტში არსებული საგადახდო ტერმინალების და სისტემის მხარდაჭერაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს მუნიციპალურ ტრანსპრტორტში არსებული საგადახდო ტერმინალების და სისტემის მხარდაჭერაზე.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი - დანართი 1; 
  • პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
  • შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი.
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი 2;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარში მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.

სატენდერო მოთხოვნები:

  • მომსახურების აღწერა:
  • ქალაქ რუსთავში და ზუგდიდში არსებულ ავტობუსებში დამონტაჟებული საგადახდო ტერმინალების პროგრამული, ტექნიკური მხარდაჭერა და ფულის (საბარათე ტრანზაქციები) აკრეფის მომსახურება, ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად:
  • საპორტ ქეისების რეგისტრაცია
    - სისტემის ტექნიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებული მომსახურების შესრულება ხორციელდება  კონტრაჰენტის  მიერ, ბანკის,  ზუგდიდის და რუსთავის სატრანსპორტო კომპანიების, ასევე ფიზიკური პირების მიერ შემოსული შეტყობინებების საფუძვლზე, 
    - კონტრაჰენტი არეგისტირებს ინციდენტს ინციდენტების აღრიცხვის პროგრამაში. პროგრამაში ფიქსირდება შეტყობინების დრო, ავტობუსის ნომერი, ინციდენტის აწერა და სვარაუდო მიზეზი.
    - ინიციდენტების აღრიცხვის პროგრამაში წინასწარ გაწერილია სტანდარტული შაბლონები, ინციდენტებზე რეაგირების კუთხით. - კონტრა
    - ჰენტის შესაბამისი თანამშრომლები უწვენ მონიტორინგს მომსახურებსი პროცესს, რეგისტრირებული ქეისების დროულად აღმოფხვრის მიზნით. 

ტექნიკური მომსახურების დრო.

  • ტექნიკური მომსახურების დღეებია: კვირაში 7 დღე, კანონმდებლობით გათვალისწინებულის უქმე დღეების ჩათვლით. 
  • ტექნიკური მომსახურების საათებია: 7:00-20:00.
  • ტექნიკური მომსახურების ტიპები და გადაწყვეტის დრო. (SLA)
  • მოწყობილობის მსუბუქი ხარვეზი: მოწყობილობის დაზიანება ან გაუმართაობა, რომლის აღმოფხვრა შესაძლებელია ადგილზე დეტალების ან მთლიანი მოწყობილობის შეცვლის გარეშე.
  • მოწყობილობის მძიმე ხარვეზი: მოწყობილობის დაზიანება ან გაუმართაობა, რომლის აღმოფხვრა შეუძლებელია ადგილზე დეტალების ან მთლიანი მოწყობილობის შეცვლის გარეშე.
  • პროგრამის ხარვეზი:   პროგრამის შეცდომა, რომელიც იწვევს პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის ნაწილობრივ შეფერხებას, რაც არ იწვევს მთლიანი სისტემის გაჩერებას.
  • პროგრამის კრიტიკული ხარვეზი:  პროგრამის შეცდომა, რომელიც იწვევს პროგრამული უზრუნველყოფის მთლიან გაჩერებას.
  • ტექნიკური მომსახურების ტიპები და გადაწყვეტის დროები მოცემუია ცხრილში:
ტიპი

ტექნიკური მომსახურების ტიპი

რეაგირების დრო

აღმოფხვრის დრო

1.1

მოწყობილობის მსუბუქი ხარვეზის აღმოფხვრა

15 წთ

1 სთ
1.2

მოწყობილობის მძიმე ხარვეზის აღმოფხვრა

15 წთ

2 სთ
1.3

პროგრამის ხარვეზის აღმოფხვრა

3 სთ

6 სთ
1.4

პროგრამის კრიტიკული ხარვეზის აღმოფხვრა.

1 სთ

3 სთ

მომსახურების აღწერა:

  • „ხელშეკრულების“ საგანს წარმოადგენს „მომსახურების გამწევის“ მიერ „კომპანიისათვის“ რუსთავის  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა.
  • „მომსახურების გამწევმა“ უნდა უზრუნველყოს  რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის შემქნა/ჩამოყალიბება, დანერგვა და ოპერირება (სისტემის აღწერა მოცემულია წინამდებარე „ხელშეკრულების“ დანართი N1.1-ით);
  • „მომსახურების გამწვევმა“ უნდა უზრუნველყოს სისტემის ოპერირებისათვის ყველა საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის ან/და მონაცემთა მიმოცვლის საშუალებების დანერგვა.
  • უზრუნველყოს „ხელშეკრულების“ მოქმედების პერიოდში, უწყვეტ რეჟიმში გადახდის სისტემის გამართული მუშაობა.
  • „მომსახურების გამწევმა“ უნდა უზრუნველყოს სატრანსპორტო ბარათების გამოშვება/ემისია;
  • უზრუნველყოს გადახდილი მგზავრობის საფასურის „მომსახურების გამწევთან“ არსებულ „კომპანიის“ ანგარიშზე ასახვა არაუგვიანეს მე-2 (მეორე) სამუშაო დღისა;
  • უზრუნველყოს სალარო აპარატებიდან ნაღდი ფულის ამოღება, დათვლა და დაფასოება „კომპანიის“ მიერ „მომსახურების გამწევისათვის“ ამ მიზნით სპეციალურად გამოყოფილ ფართში
  • უზრუნველყოს სატრანსპორტო ბარათების გამოშვება, რომელთა ღირებულებაც განისაზღვრება არაუმეტეს 2 (ორი) ლარისა 1 (ერთი) სატრანსპორტო ბარათისათვის.
  • უზრუნველყოს შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე პირებისათვის პირველი სატრანსპორტო ბარათის,  უფასოდ დამზადება/გაცემა; 
  • უზრუნველყოს გადახდების კონტროლის/ჯარიმების მოდულის დანერგვა;
  • უზრუნველყოს მოწყობილობების  მონიტორინგის სისტემის დანერგვა. 

„ხელშეკრულების“ საგანს წარმოადგენს „მომსახურების გამწევის“ მიერ „კომპანიისათვის“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა.

„მომსახურების გამწევმა“ უნდა უზრუნველყოს  ზუგდიდიდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის შემქნა/ჩამოყალიბება, დანერგვა და ოპერირება (სისტემის აღწერა მოცემულია წინამდებარე „ხელშეკრულების“ დანართი N1.2-ით);

„მომსახურების გამწვევმა“ უნდა უზრუნველყოს სისტემის ოპერირებისათვის ყველა საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის ან/და მონაცემთა მიმოცვლის საშუალებების დანერგვა.

უზრუნველყოს „ხელშეკრულების“ მოქმედების პერიოდში, უწყვეტ რეჟიმში გადახდის სისტემის გამართული მუშაობა.

„მომსახურების გამწევმა“ უნდა უზრუნველყოს სატრანსპორტო ბარათების გამოშვება/ემისია;

უზრუნველყოს გადახდილი მგზავრობის საფასურის „მომსახურების გამწევთან“ არსებულ „კომპანიის“ ანგარიშზე ასახვა არაუგვიანეს მე-2 (მეორე) სამუშაო დღისა;

უზრუნველყოს სატრანსპორტო ბარათების გამოშვება, რომელთა ღირებულებაც განისაზღვრება არაუმეტეს 2 (ორი) ლარისა 1 (ერთი) სატრანსპორტო ბარათისათვის.

უზრუნველყოს შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე პირებისათვის პირველი სატრანსპორტო ბარათის,  უფასოდ დამზადება/გაცემა;

მოსაწოდებელი დოკუმენტაცია:

  • მსგავის პროექტის (პროექტების) გამოცდილების დამადასტურებელი კონტრაქტი. 
  • სარეკომენდაციო წერილები.
  • მიწოდების მისამართი: საქართველსო მაშტაბით
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 17 ივნისი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა;
  • ვაჭრობის ბიჯი: 300 ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ბექა ჭოლაძე
ელ. ფოსტა: bcholadze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    15 ივნისი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 300.00 ‎₾