24 ივნისი 2021, 23:00
სტატუსი:
დასრულებულიT9895 - ფასთა გამოკითხვა სასაცხობე და სხვა ტიპის კვების პროდუქტების მწარმოებელი ბიზნესებისთვის შესასყიდ საგრანტო ნივთებზე
- გამომცხადებელი: ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობა
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 24 ივნისი 2021 დრო 23:00
 
ტენდერის აღწერილობა
არასამთავრობო, ჰუმანიტარული, ორგანიზაცია “ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობიდან” აცხადებს სასაცხობე და სხვა ტიპის კვების პროდუქტების მწარმოებელი ბიზნესებისთვის შესასყიდი საგრანტო ნივთების ფასთა კ(ვ)ოტირებაზე.
ინფორმაცია მოთხოვნილ სერვისზე:
ზემოთაღნიშნული პროექტის ფარგლებში ლდს იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს   სასაცხობე და სხვა ტიპის კვების პროდუქტების მწარმოებელი ბიზნესებისთვის შესასყიდი საგრანტო ნივთების ფასთა კ(ვ)ოტირებაზე 3 ლოტად (28 დასახელების 31 ცალი აღჭურვილობა):
- LOT 1 სამზარეულოს ტექნიკა - სასაცხობე/სარესტორნო დანადგარები
 - LOT 2 სამზარეულოს ტექნიკა - ელექტრონული მოწყობილობები
 - LOT 3 მცირე ზომის დანადგარები ღვინის წარმოებისთვის
 
შესასყიდ ნივთებზე დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ დანართში Annex A1 and A2.
დაინტერესებულ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა შეუძლიათ, როგორც ცალ-ცალკე ლოტებზე ასევე, ყველა ლოტზე ერთდროულად.
- შემოთავაზების ნომერი: PR_00154671
 - სატენდერო წინადადებების გამოცხადების თარიღი: 2021 წლის 11 ივნისი
 - სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 24 ივნისი
 - სატენდერო წინადადებების წარდგენის დახურვის დრო: 24:00
 
მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ: 
- ფას(ებ)ის კვოტირების სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (RFQ).
 - დანართი A1- A2 მოთხოვნილი დანადგარების დეტალური სპეციფიკაცია, დღგ-ს ჩათვლით - ხელმოწერილი და ბეჭედდასმული;
 - მომწოდებლის ქცევის კოდექსი - ხელმოწერილი.
 - მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა - შევსებული და ხელმოწერილი.
 - ხელშეკრულების ზოგადი პირობები - გაეცანით.
 
ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) შემდეგ მისამართზე: rfq.geo.zug@drc.ngo არა უგვიანეს 24.06.2021; 24:00 და თემის ველში მიუთითოთ შემოთავაზების ნომერი PR_00154671
კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ წერილობით გააგზავნოთ თქვენი შეკითხვები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: ekaterine.tchotchua@drc.ngo არა უგვიანეს 23.06.2021
შეფასების კრიტერიუმი:
- შემოთავაზების საუკეთესო ფასი შეირჩევა ადმინისტრაციული, ტექნიკური და ფინანსური შეფასების საფუძველზე.
 - უპირატესობა მიენიჭება შემოთავაზებას, სადაც მოცემულია საუკეთესო ხარისხი საუკეთესო ფასად
 
ანგარიშსწორება:
- ანგარიშსწორება მოხდება მოთხოვნილი ნივთების მოწოდებისა და ორივე მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
 
ტენდერის კატეგორია:
- 39700000 საოჯახო ტექნიკა