28 ივნისი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT9937 - ტენდერი დაბა ბაკურიანში აპარტოტელის სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს დაბა ბაკურიანში აპარტოტელის სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე.
სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა საუკეთესო ფასის, ხარისხის და ვადის წარმდგენი ერთი კვალიფიციური კომპანია.
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წელი;
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- შევსებული ხარჯთაღრიცხვა ( (იხ.თანდართული ფაილი) ფასები მოცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) როგორც ნაბეჭდი ასევე ელექტრონული სახით (EXCEL) (CD-ზე ან მეხსიერების ბარათზე)
- მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ( ბოლო 6 თვის)
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
- შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
- შესრულებული პროექტების შესახებ მოკლე აღწერილობა (პრეზენტაცია ელექტრონული ან ბეჭდვითი სახით)
აუცილებელი პირობა:
- მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.
კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
- კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
- ტენდერის დასახელება – „ტენდერი სამშენებლო სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე“
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 28 ივნისი (18:00 სთ-მდე).
ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდით ლაშა ჭანტურიძეს,
ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: lasha.chanturidze@terabank.ge
მობ: 595 11 01 74
სხვა ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე და დამატებით ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ირაკლი მიქაძეს, ფოსტის შემდეგ მისამართზე: Irakli.mikadze@terabank.ge, ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2005). მობ: 595 60 01 04
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები