ჩაბარების ვადა:

2 ივლისი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T9972 - ტენდერი მაგნიტური საკეტების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან მაგნიტური საკეტები, თანმდევი მონტაჟით.

გთხოვთ იხილოთ დანართი, სადაც წარმოდგენილი ფასები  უნდა იყოს მითითებული ლარში დღგ-ს ჩათვლით. 

შემოთავაზებასთან ერთად გთხოვთ მოგვაწოდოთ  მისამართები, ანუ მომსახურების წერტილები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით. 

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, ან გადმოაგზავნონ მეილზე tenders@orinabiji.ge 2021 წლის 2 ივლისის ჩათვლით ქვემოთ მითითებულ მისამართზე: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, თბილისი, 0113, საქართველო

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • კომპანიის სრული დასახელება
  • საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
  • მისამართი
  • ტელეფონი
  • საბანკო რეკვიზიტები
  • თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, პროდუქციის დასახელება, სპეციფიკაცია, ერთეულის ფასი დღგ-ს ჩათვლით
  • მიწოდების ვადა და პირობები
  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია რეკომენდატორების მითითება).

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ნიქაბაძე
მობ: 591 51 26 29
ელ. ფოსტა: nino.nikabadze@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 44500000 ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჭაჯვები და ზამბარები/რესორები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება