25 ივნისი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT9974 - ტენდერი მრავალსართულიან მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაყვანილობის მოწყობის სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი აცხადებს ტენდერს მრავალსართულიან მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაყვანილობის მოწყობის სამუშაოებზე და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს.
სამუშაოს შესრულების მისამართია: ქ.თბილისი, ქ.წამებულის 52.
თანდართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ პროდუქციის შეთავაზებისთვის საჭირო ინფორმაცია:
- საცხოვრებელი კორპუსის ბუნებრივი აირით მომარაგების პროექტი /დანართი N1/;
- საცხოვრებელი კორპუსის არქიტექტურული ნახაზი /დანართი N2/;
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:
- არსებულ სფეროში მოღვაწეობის გამოცდილება და შესრულებული პროექტები ბოლო 3 წლის განმავლობაში.
- პრეტენდენტი კომპანიის: იურიდიული, საბანკო რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია.
- საგარანტიო პირობების დეტალური აღწერა.
შემოთავაზებაში მითთებული უნდა იყოს:
- პროდუქციის დეტალური აღწერა: ზომები, მახასიათებლები, ფასი, ხარისხი, გარანტია...
- გამოყენებული მასალის,მოწოდებული საქონლის დეტალური აღწერილობა (მათ შორის წარმომავლობა მწარმებელი ქვეყანა).
- მომწოდებელი პასუხისმგებელი უნდა იყოს შესრულებული სამუშაოების და მასალის ხარისხზე და „თბილისი ენერჯი“-ს მიერ მის ექსპლუატაციაში მიღებაზე.
- პროდუქციის მიწოდების, მონტაჟისა და ანგარიშსწორების დროის გეგმა-გრაფიკი.
- ღირებულება მითითებული უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით.
- შეთავაზების წარდგენა შესაძლებელია პრეტენდენტისთვის მოსახერხებელ ფორმატში და ვალუტაში.
შენიშვნა: სამუშაოების შესარულებლად გამოყენებულ უნდა იქნა მაღალი ხარისხის მასალები /მეტალოპლასტმასის და გოფრირებული მილები, ბურთულიანი ონკანი, გაზოანალიზატორი და ა.შ./.
შენიშვნა N2: ტენდერში გამარჯვებულმა სუბიექტმა სამუშაოების შესრულება უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 1 ივლისისა, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადაა არაუგვიანეს 15 აგვისტო.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 25 ივნისი, 18:00 სთ;
- სატენდერო წინადადებები მიიღება ქვევით მითითებულ ელ-ფოსტაზე: porchkhidze.nikolozi@gmail.com
ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ:
საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ ფორჩხიძე
ტელ: +995 557117111
ელ. ფოსტა: porchkhidze.nikolozi@gmail.com
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები