
1 ივლისი 2021, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT9985 - აჭარის მუნიციპალიტეტის ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების შიდა სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებაში საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს) საბუძველზე და ადგილზე სწავლება
- გამომცხადებელი: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობა
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 1 ივლისი 2021 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.
დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ მომსახურება საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებისგან დანართი 1 - ის შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 01.07.2021 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში:
- I - კონვერტში საფასო შემოთავაზება;
- II - კონვერტში შინაარსობრივი შემოთავაზება.
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი), შესაბამისად, წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში. შემოთავაზება უნდა იქნეს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში. სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება.
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:
- ორგანიზაციის/ფირმის დასახელება (ლათინურად);
- ორგანიზაციის/ფირმის მისამართი
- საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
- ტენდერის დასახელება: „ Support to Ministry of Finance and Economy of Adjara Autonomous Republic with Development of Accounting Policies based on International Public Sector Accounting Standards (IPSAS) and support to Local Self-Governments Units with On-The-Job Trainings“
- წარწერა “კონფიდენციალურია”;
- გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.
მიუთითოთ შემდეგი მისამართი:
GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108 თბილისი, III სართული
მიუთითეთ პროგრამის ნომერი: 19.2204.6-005.00
და აგრეთვე ტენდერის ნომერი: 83384262
გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა.
დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).
შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.
წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.
შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 07.07.2021 -თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.
ტენდერის კატეგორია:
- 80300000 მომსახურებები უმაღლესი განათლების სფეროში
- 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები
How many municipalities, LEPLs and N(N)LPs will participate in the trainings and what is an approximate number of the participants?
Should all the work described in the 3.1 paragraph of the ToR, except for "Conduct two three days on-the-job trainings for municipalities of Adjara Autonomous republic" be performed for the Ministry of Finance and Economy of Adjara Autonomous Republic only (excluding municipalities, LEPLs and N(N)LPs)?
Municipalities, 10 LEPLs . Total Number of participants will be around 90.
Yes only for Ministry.