ჩაბარების ვადა:

7 ივლისი 2021, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T9997 - ტენდერი ამბულატორიული სამედიცინო მომსახურეობის შესყიდვაზე 3 ქალაქში - ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია იმედი L აცხადებს ტენდერს ამბულატორიული სამედიცინო მომსახურეობის შესყიდვაზე 3 ქალაქში - ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი.

მიზანი:

  • სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელის ტენდერი ამბულატორიული სამედიცინო მომსახურეობის შესყიდვაზე 3 ქალაქში - ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი 
  • წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, ტენდერის პროცესში მონაწილე კომპანიებს (შემდგომში პრეტენდენტი) განუმარტოს სს სადაზღვევო კომპანია იმედი ელის (შემდგომში კომპანია) მოთხოვნები და პირობები რათა, სრულად წარმოადგინოს სატენდერო წინადადება. 
  • კომპანია სთავაზობს პრეტენდენტ/ებ/ს მიიღოს მონაწილეობა კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ამბულატორიული სამედიცინო მომსახურეობის შესყიდვაზე სამ ქალაქში - ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი. 
  • შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება, ხელშკრულების მხარეთა შეთანხმებით ანალოგიური პერიოდებით ავტომატური გაგრძელების პირობით. 
  • ტენდერი ჩატარდება 6 (ექვსი) ლოტად (დანართი #1). პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს წინადადება როგორც 1 ლოტზე ასევე, რამდენიმეზე ერთდროულად, ყველა წარმოდგენილი მოთხოვნის გათვალისწინებით. 

შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები:

  • ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ ამბულატორიული სერვისების მიმწოდებელ შესაბამისი ლიცენზიის მქონდე სამედიცინო დაწესებულებებს 

შერჩევის პროცესი ჩატარდება შემდეგი სქემით: 

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2021 წლის 7 ივლისს 18:00 საათის ჩათვლით.
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება, ხელშკრულების მხარეთა შეთანხმებით ანალოგიური პერიოდებით ავტომატური გაგრძელების პირობით. 

ტენდერის განხორციელის ვადები: 

  • ტენდერის გამოცხადება - 23 ივნისი, 2021 წელი
  • სატენდერო წინადადებების მიღება - 07 ივლისი, 2021 წელი
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა - 10 აგვისტო, 2021 წელი
  • ხელშეკრულების გაფორმება - 15 აგვისტო, 2021 წელი

კომპანია იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე. ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე. 

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას კომპანიისთვის. 

კომპანია იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვოს ან შეცვალოს თავისი მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს. 

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს სატენდერო წინადადება. 

გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს კომპანია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასის, კომპანიის გამოცდილების, რეპუტაციის, წარმოდგენილი მომსახურების ხარისხის, ინფრასტრუქტურის, ხელმისაწვდომობის და საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის შეჯამების საფუძველზე.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 7 ივლისი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ +99532 2922 222 
+995 599 747 934
ელ. ფოსტა: providerstender@imedil.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 85100000 ჯანდაცვის სფეროს მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    5 ივლისი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა