ჩაბარების ვადა:

28 იანვარი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T298 - ტენდერი თანამშრომლების კვებით უზრუნველყოფაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს ბანკი „რესპუბლიკა“ ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი, აცხადებეს ტენდერს ბანკი "რესპუბლიკის" სათაო ოფისის თანამშრომლების კვებით უზრუნველყოფაზე.

სატენდერო პროცესთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ განაცხადზე თანდართულ ფაილში.

  • ბანკი რესპუბლიკის სათაო ოფისის თანამშრომელთა რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 500 ადამიანს
  • თანამშრომლების კვებით უზრუნველყოფაზე მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა) მინიმუმ შემდეგ საათებში: 12:00–დან 16:00 საათამდე
  • ბანკი გაითვალისწინებს ზემოაღნიშნულთან დაკავშირებულ ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაციას, რომლის დამატებით წარმოდგენასაც პრეტენდენტი ჩათვლის მიზანშეწონილად
  • ტენდერი ერთ ეტაპიანია
  • შემოთავაზება უნდა მომზადდეს ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენით პრეტენდენტი კისრულობს ვალდებულებას, წინადადების წარდგენიდან 6 თვის განმავლობაში ბანკის მიერ გამარჯვებულად პრეტენდენტის დასახელების/გამოცხადების შემთხვევაში, თუ ბანკის მიერ სხვაგვარად არ იქნება გადაწყვეტილი, ბანკთან გააფორმოს ხელშეკრულება შემდეგი პირობებით
  • სატენდერო წინადადებაში მითითებული ფასები და პირობები, თუ პრეტენდენტის და ბანკის მოლაპარაკებების შედეგად მხარეები სხვა პირობებზე არ შეთანხმდებიან
  • ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება სანქციები სახელშეკრულებო ვალდებულებების თითოეული დარღვევისათვის, მათ შორის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ფასების ცვლილების, არაჰიგიენური მომსახურების, პროდუქციის ხარისხის გაუარესების და სხვა მსგავსი დარღვევების გამოვლენისათვის
  • ხელშეკრულება დაიდება ბანკის სტანდარტული ფორმით, მასში გათვალისწინებული იქნება დავების კერძო არბიტრაჟში (შპს „დავების განმხილველი ცენტრი“) განხილვის წესი, გამარჯვებულ პრეტენდენტთან ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციის შესაძლებლობა
ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო განაცხადი ასევე უნდა მოიცავდეს წინადადების ელექტრონული ვერსია (CD-ROM/Flash Card), რომელიც ბანკ რესპუბლიკას ეგზავნება დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე:

საქართველო, თბილისი, გრ. აბაშიძის ქ. N2

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, მისამართი)
  • ტენდერის დასახელება – ტენდერი „ბანკი ,,რესპუბლიკის“ სათაო ოფისის თანამშრომლების კვებით უზრუნველყოფაზე”
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 28 იანვარი, 2015 წ. 17:00 საათი

ტენდერის მსვლელობასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ:

კონსტანტინე მეტრეველს – შესყიდვების უფროსი ოფიცერი
ტელ: 292 55 55 (1716); ელ–ფოსტა: konstantine.metreveli@republic.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ