29 მაისი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30784 - ტენდერი სასაწყობე თაროების შესყიდვისა და მონტაჟის მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: ალტრიქს ლოჯისტიკა
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 19 მაისი 2026 დრო 12:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 29 მაისი 2026 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ალტრიქს ლოჯისტიკა“ და შპს „ალტატრა“ აცხადებენ ტენდერს სასაწყობე თაროებისშესყიდვისა და მონტაჟის მომსახურების განხორციელებაზე.
ტენდერის საგანი:
საწყობისათვის სასაწყობე თაროების მიწოდება და შესაბამისი მონტაჟის სამუშაოების შესრულება.
ჯამური რაოდენობა: 12 432 პალეტის ადგილი.
- 6 სართულიანი - 4 046 პალეტის ადგილი
- 5 სართულიანი - 7 056 პალეტის ადგილი
- 4 სართულიანი - 1 330 პალეტის ადგილი
მოსაწოდებელი მასალები
- საწყობი №1 – დეტალური სპეციფიკაცია წარმოდგენილია თანდართული Excel ფაილის სახით;
- საწყობი №2 – დეტალური სპეციფიკაცია წარმოდგენილია თანდართული Excel ფაილის სახით.
სასაწყობე თაროების განლაგება
- WH Layout 1
- WH Layout 2
ჩაბარებისა და მონტაჟის ვადები
- ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვის ვადაში.
ფასისა და კომერციული წინადადების წარდგენა:
ფასების წარმოდგენის ზოგადი პირობები:
- ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში (ლარი);
- ღირებულება უნდა მოიცავდეს ყველა დაკავშირებულ ხარჯსა და გადასახადს, მათ შორისდღგ-ს;
- ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს მოთხოვნილი მასალებისა და მომსახურებებისდეტალური გაშლის მიხედვით;
- ხელშეკრულების შაბლონს წარმოადგენს დამკვეთი;
- გამარჯვებული კომპანიისათვის სავალდებულოა ხელშეკრულების საავანსო ღირებულებისუზრუნველყოფის მიზნით საბანკო გარანტიის წარმოდგენა.
კომერციული წინადადება (სავალდებულო დანართები):
- ხარჯთაღრიცხვის ფაილი;
- ტექნიკური და კომერციული შეთავაზება.
საბოლოო ღირებულება:
ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია განახორციელოს სამუშაოების საბოლოოგადათვლა. საბოლოო ღირებულება განისაზღვრება და დაფიქსირდება ხელშეკრულების გაფორმებისეტაპზე.
სავალდებულო დოკუმენტაცია:
- ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოების გამოცდილებისდამადასტურებელი ინფორმაცია;
- წარმოდგენილი პროდუქციისა და მასალების ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატები;
- სასაწყობე თაროების ტექნიკური აღწერილობა და სპეციფიკაცია;
- შემოთავაზებული პროდუქციის წარმოშობის ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია;
- კორპორატიული კლიენტების სია;
- მინიმუმ 3 (სამი) სარეკომენდაციო წერილი, გაცემული ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში;
- საგარანტიო პირობების დეტალური აღწერა;
- მონტაჟის განხორციელების გეგმა და სამუშაოების შესრულების ვადები;
- პასუხისმგებელი საინჟინრო/ტექნიკური პერსონალის შესახებ ინფორმაცია (არსებობისშემთხვევაში);
- წინადადების მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარულდღეს;
- მონტაჟის დასრულების შემდგომ, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს უფლებამოსილიორგანოს ან სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებს სასაწყობე თაროების კონსტრუქციულ მდგრადობას, დატვირთვისუსაფრთხოებასა და ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობას.
დამატებითი ტექნიკური მოთხოვნები და რეკომენდაციები:
-
- სასურველია წარმოდგენილი პროდუქცია შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს (ISO, EN, FEM ან სხვა შესაბამისი სტანდარტი);
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს თაროების დატვირთვის სქემები და შესაბამისისაინჟინრო გათვლები;
- აუცილებელია მონტაჟის პროცესში უსაფრთხოების ნორმებისა და შრომის დაცვისმოთხოვნების სრული დაცვა;
- პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს მონტაჟის შემდგომი ტექნიკური მომსახურებისა დამხარდაჭერის პირობები;
- სასურველია სათადარიგო ნაწილებისა და კომპონენტების ხელმისაწვდომობის ვადისმითითება;
- საჭიროების შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ტექნიკურიინფორმაცია ან პროდუქციის ნიმუშები.
სატენდერო პროცედურები:
- განიხილება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები;
- გამარჯვებულს გამოავლენს სატენდერო კომიტეტი;
- დამკვეთი იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, შეცვალოს ტენდერის ვადები ანშეწყვიტოს სატენდერო პროცესი დამატებითი განმარტების გარეშე.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 29 მაისი, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია
შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი:
თამარ იმერლიშვილი
ელ-ფოსტა: info@altrix.ge
ტელ.: +995 571 772 211
საკონტაქტო ინფორმაცია
დირექტორი
კახა ჭოველიძე
ელ-ფოსტა: info@altrix.ge
ტელ.: +995 577 408 291
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი
- 39200000 ავეჯის აქსესუარები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები