ჩაბარების ვადა:

2 თებერვალი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T317 - ტენდერი ქეითერინგის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ქეითერინგის მომსახურების შესყიდვაზე. 

საქონლის/მომსახურების დასახელება:

  • 1. ყავის და ჩაის შესვენება - ჩაი-ყავა და მსუბუქი საუზმეული
  • 2. ლანჩი - სამხარი - მსუბუქი სადილი და არაალკოჰოლური სასმელი


დამატებითი მოთხოვნები: 

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით). 

მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)


მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად

დეტალური შეთავაზება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მენიუს შესახებ, შესაძლოა მენიუს შემოთავაზება იყოს რამდენიმე ვარიანტი, შეთავაზებაში უნდა იყოს მითითებული ყველა მენიუს შესაბამისი ფასი, ხოლო საიტზე სავალდებულოა შესაბამის გრაფებში ჩაიწეროს ყველაზე დაბალი ფასები პუნქტების მიხედვით 

დეტალური შეთავაზება უნდა მოიცავდეს მოწოდების ვადებს


დამატებითი ინფორმაცია

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 23 იანვრიდან – 2015 წლის 2 თებერვლის ჩათვლით
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2-ის გასწვრივ;
  • გთხოვთ, ჯამური ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე
  • გთხოვთ, იხილოთ ნიმუში შემდეგ გვერდზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 30 იანვარი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა. 

ბმული საქართველოს ბანკის ქეითერინგის შესყიდვის ტენდერის გვერდზე:

http://tenders.bog.ge/?action=tender&id=350&lang=geo 

კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული საქართველოს ბანკის ზემოთ მოცემული ბმულის ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".