ჩაბარების ვადა:

30 იანვარი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T327 - ტენდერი შეღებილი ავეჯის მომსახურება/შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ექსპრეს სერვის ცენტრების შეღებილი ავეჯის მომსახურება/შესყიდვის შესახებ. 

დასახელება:

  • 1. ოპერატორის ავეჯის კომპლექტი
  • 2. კედლის კუთხე ბროშურებისთვის (თარო, ფერადი ნიშა)
  • 3. რკინის სკამი (რკინის 3 მმ. ფურცლით)
  • 4. ბროშურების სტენდი (რკინის 3 მმ. ფურცლით)
  • 5. კედლის ფაილ კარადა დახურული, საკეტით


დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

გიორგი ბუქური - 599 565 992

გენადი აფციაური - 595 599 030


დამატებითი მოთხოვნები: 

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადის და სხვა ხარჯების ჩათვლით, მათ შორის). 

შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს მონტაჟის ხარჯებს საქართველოს მასშტაბით და თბილისის ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ხარჯებს. 

მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)


მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი ფასის შეთავაზებასთან ერთად.


დამატებითი ინფორმაცია

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 23 იანვრიდან – 2015 წლის 30 იანვრის ჩათვლით
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება ყოველი შეკვეთის შესაბამისად
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ
  • გთხოვთ, ერთეულის ფასი მიუთითოთ ლარებში პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე
ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 30 იანვარი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა. 

ბმული საქართველოს ბანკის ექსპრეს სერვის ცენტრების შეღებილი ავეჯის შესყიდვის ტენდერის გვერდზე:

http://tenders.bog.ge/?action=tender&id=351&lang=geo 

კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული საქართველოს ბანკის ზემოთ მოცემული ბმულის ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".