Tenders.ge
RMG Gold

ტენდერი ბერთაკარის საბადოს საწარმოო მოედანზე სამშენებლო სამუშაოებზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია RMG აცხადებს ტენდერს ბერთაკარის საბადოს საწარმოო მოედანზე სამშენებლო სამუშაოების შემსრულებლის შერჩევის მიზნით.

სამუშაოების შესრულების ადგილი-ბოლნისის მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ბერთაკარის საბადო.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტები, სადაც წარმოგიდგენილია სალექარების პროექტი და შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოების დეფექტური აქტი.

დამატებითი პირობები:

  • სრულფასოვანი მომსახურების გაწევისთვის პრეტენდენტი კომპანია ეზრუნველყოფილი უნდა იყოს სამშენებლო ტექნიკით;
  • კომპანიის პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს სპეცტანსაცმლით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;
  • კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამშენებლო ბაზა;
  • კომპანიამ თავად უნდა უზრუნველყოს თანამშრომლები სატრანსპორტო მომსახურებით და კვებით.

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, სადაც მოცემული უნდა იყოს:

  • შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება (დეტალური ხარჯთაღრიცხვა) და ანგარიშსწორების პირობები
  • სამშენებლო სამუშაოების შესრულების დეტალური გრაფიკი;
  • ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მესაკუთრეთა მითითებით;
  • ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით,სატენდერო კომისიის მდივნის ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის #1 შესახვევი III
  • სატენდერო წინადადება ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ კოდირებული ელექტორნული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com 
  • ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სატენდერო კომისიის მდივანს ელ. ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com 
  • კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი და ტენდერის დასახელება.
  • წინადადებების მიღების ბოლო ვადაა - 18.08.2017

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
სატენდერო დოკუმენტაცია