ჩაბარების ვადა:
18 აგვისტო 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2769 - ტენდერი ბერთაკარის საბადოს საწარმოო მოედანზე სამშენებლო სამუშაოებზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია RMG აცხადებს ტენდერს ბერთაკარის საბადოს საწარმოო მოედანზე სამშენებლო სამუშაოების შემსრულებლის შერჩევის მიზნით.
სამუშაოების შესრულების ადგილი-ბოლნისის მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ბერთაკარის საბადო.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტები, სადაც წარმოგიდგენილია სალექარების პროექტი და შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოების დეფექტური აქტი.
დამატებითი პირობები:
- სრულფასოვანი მომსახურების გაწევისთვის პრეტენდენტი კომპანია ეზრუნველყოფილი უნდა იყოს სამშენებლო ტექნიკით;
- კომპანიის პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს სპეცტანსაცმლით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;
- კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამშენებლო ბაზა;
- კომპანიამ თავად უნდა უზრუნველყოს თანამშრომლები სატრანსპორტო მომსახურებით და კვებით.
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, სადაც მოცემული უნდა იყოს:
- შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება (დეტალური ხარჯთაღრიცხვა) და ანგარიშსწორების პირობები
- სამშენებლო სამუშაოების შესრულების დეტალური გრაფიკი;
- ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მესაკუთრეთა მითითებით;
- ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
- რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით,სატენდერო კომისიის მდივნის ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის #1 შესახვევი III
- სატენდერო წინადადება ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ კოდირებული ელექტორნული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com
- ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სატენდერო კომისიის მდივანს ელ. ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com
- კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი და ტენდერის დასახელება.
- წინადადებების მიღების ბოლო ვადაა - 18.08.2017
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები