ჩაბარების ვადა:
14 ივლისი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT10131 - ტენდერი ტურისტული მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ააიპ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი აცხადებს ტენდერს ტურისტული მომსახურების შესყიდვაზე.
ტენდერი ცხადდება მიმდინარე პროექტის „ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედება“ (BSB -1130) ფარგლებში
შესყიდვის პირობები:
- წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტი არის ტურისტული მომსახურების შესყიდვა, ცენტრის საჭიროების მიხედვით:
- ავიაბილეთების დაჯავშნა/შესყიდვა;
- ავიაბილეთის დაზღვევა;
- სასტუმროების დაჯავშნა (საქართველო/საზღვარგარეთ)/შესყიდვა;
- სხვა სატრანსპორტო საშუალებების ბილეთების დაჯავშნა/შესყიდვა;
- დამატებითი ალტერნატივის სახით საჭიროების შემთხვევაში Booking.com ვებ-გვერდის საშუალებით დაჯავშნის შესაძლებლობა;
- სამოგზაურო დოკუმენტების ადგილზე მიწოდება;
- მოქნილი სამუშაო დროის გრაფიკი და გადაუდებელი სიტუაციის დროს (მაგ: რეისის გაუქმება, და ა.შ)კომპანიასთან დაკავშირების შესაძლებლობა არასამუშაო საათებში
- ანგარიშსწორების ვადა ინვოისის მიღებიდან 10 სამუშაო დღე
- პერსონალური მომსახურე მენეჯერის/ოპერატორის (საჭიროების შემთხვევაში რაოდენობის გაზრდა, მოთხოვნების რაოდენობებიდან გამომდინარე);
- გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ავიაკომპანიასთან მოლაპარაკების წარმოება.
პროცესის აღწერა:
- ცენტრიდან მოთხოვნა კეთდება 1 ან 2 უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ეელექტრონული ფორმით (მეილის საშუალებით).
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმოს კონტრაქტი გამოსაცდელი ვადით 1-დან 3 თვემდე, საჭიროების მიხედვით.
აუცილებელი მოთხოვნები:
- ფასების მოწოდება;
- წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაძლო გადასახადის ჩათვლით (მათ შორის დღგ);
ანგარიშსწორების პირობები:
- ცენტრი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს 1 წლიან ხელშეკრულებას;
- ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
გამარჯვებულის გამოვლენა:
სატენდერო კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- ფასი
- მომსახურების ხარისხი
- მოქნილობა
მიმწოდებელმა საჭიროა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია კომპანიის ტიტულიან ფურცელზე;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია;
დამატებითი ინფორმაცია:
- შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება;
- მიუხედავად შედეგებისა, ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ინფორმირებული იქნება ტენდერის შედეგების შესახებ;
- მოთხოვნილი დოკუმენტაციის არასრულყოფილად ატვირთვის შემთხვევაში, შემსყიდველი იტოვებს უფლებას მოახდინოს პრეტენდენტი კომპანიის დისკვალიფიკაცია!
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 14 ივლისი - 18:00 საათი.
სატენდერო დოკუმენტაციის წარმოდგენის ფორმა და ადგილი:
- სატედენდერო წინადადება ყველა ზემოთ ხსენებულ დოკუმენტაციასთან ერთად გამოგზავნილი უნდა იქნას შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: giorgi@gaccgeorgia.org; და natiat@gaccgeorgia.org არა უგვიანეს 2021 წლის 14 ივლისისა.
- დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: giorgi@gaccgeorgia.org; natiat@gaccgeorgia.org; ან დაგვირეკოთ ოფისის ტელეფონზე 995 32 2931335 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე
ტენდერის კატეგორია:
- 63500000 ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები