ჩაბარების ვადა:

14 ივლისი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T10131 - ტენდერი ტურისტული მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ააიპ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი აცხადებს ტენდერს ტურისტული მომსახურების შესყიდვაზე.

ტენდერი ცხადდება მიმდინარე პროექტის „ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედება“ (BSB -1130) ფარგლებში

შესყიდვის პირობები:

  • წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტი არის ტურისტული მომსახურების შესყიდვა, ცენტრის საჭიროების მიხედვით:
  • ავიაბილეთების დაჯავშნა/შესყიდვა;
  • ავიაბილეთის დაზღვევა;
  • სასტუმროების დაჯავშნა (საქართველო/საზღვარგარეთ)/შესყიდვა;
  • სხვა სატრანსპორტო საშუალებების ბილეთების დაჯავშნა/შესყიდვა;
  • დამატებითი ალტერნატივის სახით საჭიროების შემთხვევაში Booking.com ვებ-გვერდის საშუალებით დაჯავშნის შესაძლებლობა; 
  • სამოგზაურო დოკუმენტების ადგილზე მიწოდება;
  • მოქნილი სამუშაო დროის გრაფიკი  და გადაუდებელი სიტუაციის დროს (მაგ: რეისის გაუქმება, და ა.შ)კომპანიასთან დაკავშირების შესაძლებლობა არასამუშაო საათებში
  • ანგარიშსწორების ვადა ინვოისის მიღებიდან 10 სამუშაო დღე
  • პერსონალური მომსახურე მენეჯერის/ოპერატორის (საჭიროების შემთხვევაში რაოდენობის გაზრდა, მოთხოვნების რაოდენობებიდან გამომდინარე);
  • გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ავიაკომპანიასთან მოლაპარაკების წარმოება.

პროცესის აღწერა: 

  • ცენტრიდან მოთხოვნა კეთდება 1 ან 2 უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ეელექტრონული ფორმით (მეილის საშუალებით).
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმოს კონტრაქტი გამოსაცდელი ვადით 1-დან 3 თვემდე, საჭიროების მიხედვით.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ფასების მოწოდება; 
  • წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაძლო გადასახადის ჩათვლით (მათ შორის დღგ);

ანგარიშსწორების პირობები:

  • ცენტრი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს 1 წლიან ხელშეკრულებას;
  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

გამარჯვებულის გამოვლენა:

სატენდერო კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • ფასი
  • მომსახურების ხარისხი
  • მოქნილობა

მიმწოდებელმა საჭიროა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია კომპანიის ტიტულიან ფურცელზე;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია;

დამატებითი ინფორმაცია:

  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება;
  • მიუხედავად შედეგებისა, ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ინფორმირებული იქნება ტენდერის შედეგების შესახებ;
  • მოთხოვნილი დოკუმენტაციის არასრულყოფილად ატვირთვის შემთხვევაში, შემსყიდველი იტოვებს უფლებას მოახდინოს პრეტენდენტი კომპანიის დისკვალიფიკაცია!

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 14 ივლისი - 18:00 საათი.

სატენდერო დოკუმენტაციის წარმოდგენის ფორმა და ადგილი:

  • სატედენდერო წინადადება ყველა ზემოთ ხსენებულ დოკუმენტაციასთან ერთად გამოგზავნილი უნდა იქნას შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: giorgi@gaccgeorgia.org; და natiat@gaccgeorgia.org არა უგვიანეს 2021 წლის 14 ივლისისა.
  • დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: giorgi@gaccgeorgia.org; natiat@gaccgeorgia.org; ან დაგვირეკოთ ოფისის ტელეფონზე 995 32 2931335 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე

ტენდერის კატეგორია:

  • 63500000 ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები

დოკუმენტაცია