20 აგვისტო 2021, 16:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T10271 - ტენდერი საქართველოს ბანკის ობიექტებისთვის გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის (HVAC) სისტემების მიწოდება/მონტაჟი და არსებული HVAC სისტემების გეგმიური და არაგეგმიური ტექნიკური მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საქართველოს ბანკის ობიექტებისთვის გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის (HVAC) სისტემების მიწოდება/მონტაჟი და არსებული HVAC სისტემების გეგმიური და არაგეგმიური ტექნიკური მომსახურებაზე.
ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.
ხელშეკრულების მიზანია რომ განისაზღვროს ბანკის ობიექტების რემონტების ფარგლებში გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის სამუშაოების (ცალკეული პროექტების/დავალებების) განსახორციელებლად მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები. ასევე ბანკის ობიექტებზე უკვე არსებული სისტემების (HVAC) გეგმიური და არაგეგმიური მომსახურების პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
ურთიერთთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს, ხოლო ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი კონკრეტული პროექტის/დავალების შესრულების ვადა განისაზღვრება ბანკის ზეპირად ან წერილობით (მათ შორის ელექტრონული ფოსტით) წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად.
სატენდერო წინადადების ენა: სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს: ქართულ ენაზე
წინადადებების წარმოდგენა: სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს: ელექტრონულად, www.tenders.ge -ს პორტალის მეშვეობით
სატენდერო წინადადების ვალუტა: სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს: აშშ. დოლარში
სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა: სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს ტენდერის გახსნიდან:
- 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში
სატენდერო წინადადების შემადგენლობა: სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ნაწილებს:
- დანართი N1 - ფასების ცხრილი;
- (დანართი N1.1 და დანართი N1.2-ის მიხედვით)
- დანართი N2 - საბანკო რეკვიზიტები;
- დანართი N3 - ფინანსური მდგომარეობის და გამოცდილების დამადასტურებელი ფორმები და მოთხვნილი თანმხლები დოკუმენტაცია;
- დანართი N4 - შემოთავაზებული პროდუქტის/მასალების დეტალური სპეციფიკაციები; MAF; საგარანტიო ფურცელი;
სატენდერო წინადადება ხელმოწერილი და დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ავტორიზაციის მქონე პირის მიერ.
სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტება: სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, ტენდერში მონაწილე კომპანიამ წერილობით (ელ-ფოსტის მეშვეობით) უნდა მიმართოს ბანკის საკონტაქტო პირს წინამდებარე ტენდერის ფარგლებში:
არაუგვიანეს ტენდერის გახსნამდე 5 სამუშაო დღით ადრე
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 20 აგვისტო 16:00 სთ.
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა;
- ვაჭრობის ბიჯი: 5000 დოლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის ფარგლებში ბანკის საკონტაქტო პირი:
მარიამ ნაკაშიძე
შესყიდვების მენეჯერი
ელ ფოსტა: mnakashidze@bog.ge
ტელ: 599 358 444
ტენდერის კატეგორია:
- 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
- 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები