ჩაბარების ვადა:

20 აგვისტო 2021, 16:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T10271 - ტენდერი საქართველოს ბანკის ობიექტებისთვის გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის (HVAC) სისტემების მიწოდება/მონტაჟი და არსებული HVAC სისტემების გეგმიური და არაგეგმიური ტექნიკური მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საქართველოს ბანკის ობიექტებისთვის გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის (HVAC) სისტემების მიწოდება/მონტაჟი და არსებული HVAC სისტემების გეგმიური და არაგეგმიური ტექნიკური მომსახურებაზე.

ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

ხელშეკრულების მიზანია რომ განისაზღვროს ბანკის ობიექტების რემონტების ფარგლებში გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის სამუშაოების (ცალკეული პროექტების/დავალებების)  განსახორციელებლად მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები. ასევე ბანკის ობიექტებზე უკვე არსებული სისტემების (HVAC) გეგმიური და არაგეგმიური მომსახურების პირობები  (შემდგომში - ხელშეკრულება). 

ურთიერთთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს, ხოლო  ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი კონკრეტული პროექტის/დავალების შესრულების ვადა განისაზღვრება ბანკის ზეპირად ან წერილობით (მათ შორის ელექტრონული ფოსტით) წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად. 

სატენდერო წინადადების ენა: სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს: ქართულ ენაზე

წინადადებების წარმოდგენა: სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს: ელექტრონულად,  www.tenders.ge -ს პორტალის მეშვეობით

სატენდერო წინადადების ვალუტა: სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს: აშშ. დოლარში

სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა: სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს ტენდერის გახსნიდან:

  • 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში

სატენდერო წინადადების შემადგენლობა: სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ნაწილებს:

  • დანართი N1 - ფასების ცხრილი;
  • (დანართი N1.1 და დანართი N1.2-ის მიხედვით)
  • დანართი N2 - საბანკო რეკვიზიტები;
  • დანართი N3 - ფინანსური მდგომარეობის და გამოცდილების დამადასტურებელი ფორმები და მოთხვნილი თანმხლები დოკუმენტაცია;
  • დანართი N4 - შემოთავაზებული პროდუქტის/მასალების დეტალური სპეციფიკაციები; MAF; საგარანტიო ფურცელი;

სატენდერო წინადადება ხელმოწერილი და დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ავტორიზაციის მქონე პირის მიერ.

სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტება: სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, ტენდერში მონაწილე კომპანიამ წერილობით (ელ-ფოსტის მეშვეობით) უნდა მიმართოს ბანკის საკონტაქტო პირს წინამდებარე ტენდერის ფარგლებში:

არაუგვიანეს ტენდერის გახსნამდე 5 სამუშაო დღით ადრე

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 20 აგვისტო 16:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა;
  • ვაჭრობის ბიჯი: 5000 დოლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის ფარგლებში ბანკის საკონტაქტო პირი:
მარიამ ნაკაშიძე
შესყიდვების მენეჯერი
ელ ფოსტა: mnakashidze@bog.ge
ტელ: 599 358 444

ტენდერის კატეგორია:

  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    17 აგვისტო 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 5'000.00 $