
ჩაბარების ვადა:
26 იანვარი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1029 - ტენდერი ალტერნატიული კვების წყაროების მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს “საქართველოს ბანკი” აცხადებს ტენდერს საქართველოს ბანკის ობიექტებზე არსებული UPS-ებისა და დიზელგენერატორების, სტაბილიზატორების და ბენზოგენერატორების მომსახურების შესყიდვაზე.
მომსახურების დასახელება:
- UPS-ებისა და დიზელგენერატორების, სტაბილიზატორების და ბენზოგენერატორების მომსახურება საქართველოს ბანკის ობიექტებზე (მომსახურების სრული აღწერილობა და ობიექტების სრული ჩამონათვალი მისამართებით განისაზღვროს თანდართული ექსელის ფაილის მიხედვით).
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.) - მიმწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა დააფიქსიროს მომსახურების 1 თვის ფიქსირებული საფასური, ეს ფასი მომსახურების საფასურის გარდა უნდა მოიცავდეს მომსახურებისთვის საჭირო დეტალების ღირებულებას.
- ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიები აუცილებლად უნდა გაეცნონ წინასწარ ტექნიკას და მის მახასიათებლებს შეთავაზების განთავსებამდე;
- ტენდერთან დაკვშირებული დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდით ავთო სალუქვაძეს - მობ: (577) 740283;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 14 იანვრიდან- 2016 წლის 26 იანვრის ჩათვლით.
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სახელშეკრულებო ვადა განისაზღვრება 6 (ექვსი) თვის პერიოდით.
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 თვის პერიოდით.
- თანხის გადახდა მოხდება ყოველ ჯერზე შესყიდული საქონლის მიწოდებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 26 იანვარი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=505&lang=geo