ჩაბარების ვადა:

26 იანვარი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1029 - ტენდერი ალტერნატიული კვების წყაროების მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს “საქართველოს ბანკი” აცხადებს ტენდერს საქართველოს ბანკის ობიექტებზე არსებული UPS-ებისა და დიზელგენერატორების, სტაბილიზატორების და ბენზოგენერატორების მომსახურების შესყიდვაზე. 

მომსახურების დასახელება:

  • UPS-ებისა და დიზელგენერატორების, სტაბილიზატორების და ბენზოგენერატორების მომსახურება საქართველოს ბანკის ობიექტებზე (მომსახურების სრული აღწერილობა და ობიექტების სრული ჩამონათვალი მისამართებით განისაზღვროს თანდართული ექსელის ფაილის მიხედვით).

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)
  • მიმწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა დააფიქსიროს მომსახურების 1 თვის ფიქსირებული საფასური, ეს ფასი მომსახურების საფასურის გარდა უნდა მოიცავდეს მომსახურებისთვის საჭირო დეტალების ღირებულებას.
  • ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიები აუცილებლად უნდა გაეცნონ წინასწარ ტექნიკას და მის მახასიათებლებს შეთავაზების განთავსებამდე;
  • ტენდერთან დაკვშირებული დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდით ავთო სალუქვაძეს -  მობ: (577) 740283;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 14 იანვრიდან- 2016 წლის 26 იანვრის ჩათვლით.
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სახელშეკრულებო ვადა განისაზღვრება 6 (ექვსი) თვის პერიოდით.
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 თვის პერიოდით.
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველ ჯერზე შესყიდული საქონლის მიწოდებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 26 იანვარი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=505&lang=geo