10 ოქტომბერი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT10648 - ტენდერი სატრასპორტო საშუალებების შეკეთება და ტექნიკურ მომსახურებაზე (სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის გათვალისწინებით)
ტენდერის აღწერილობა:
სს "სილქნეტი" აცხადებს მის ბალანსზე რიცხული სატრასპორტო საშუალებების შეკეთება და ტექნიკურ მომსახურებაზე (სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის გათვალისწინებით) ტენდერს და იწვევს მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ კომპანიას.
მომსახურების შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად, საჭიროების მიხედვით 1 (ერთი) წლის განმავლობაში. გთხოვთ იხილოთ თანდართული ტექნიკური დავალება დანართი #1-ის სახით. კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზება ტექნიკურ დავალებაში მოცემული პირობების შესაბამისად.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2021 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები; (მინიმუმ 3 კომპანიის)
- კომპანიაზე ზოგადი ინფორმაცია გამოცდილების შესახებ
- კლიენტების ჩამონათვალი
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:
- მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში და CD დისკზე
- კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
- მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;
ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
- ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: ლაშა გამგებელი
ტელეფონი: +995 595 11 66 24
E-mail: tenders@silknet.com; lgamgebeli@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, გოთუას #3
ოთხოვნა: წარმოდგენილი ფასები უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით;
ს.ს. "სილქნეტი" უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ; ს.ს. "სილქნეტი" გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
ტენდერის კატეგორია:
- 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები