ჩაბარების ვადა:
        
    25 სექტემბერი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT10670 - ტენდერი მზა პროდუქციის გადარჩევაზე
- გამომცხადებელი: მინა
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 25 სექტემბერი 2021 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს.“მინა“ აცხადებს ტენდერს მზა პროდუქციის გადარჩევის შესახებ.
სავარაუდოდ წლიურად გადასარჩევი რაოდენობა ჯამურად : 7 600 000 ცალი ბოთლი;
გადარჩევის სახეობები არის შემდეგი:
- მანუალურად კუთხედზე ხელახალი სორტირება - სავარაუდო რაოდენობა წლიურად -76 000 ცალი ბოთლი ;
 - ხაზზე ვიზუალურად ხელახლა სორტირება - სავარაუდო წლიური რაოდენობა 76 000 ცალი ბოთლი;
 - ხაზზე ავტომატურად (ხარისხის აპარატზე) ხელახლა სორტირება - სავარაუდო წლიური რაოდენობა 3 724 000 ცალი ბოთლი;
 - ხაზზე ხელახლა სორტირება - სავარაუდო წლიური რაოდენობა 3 724 000 ცალი ბოთლი;
 - გადაფუთვა - პალეტებზე დაზიანებული ცელოფნის მოხსნა, შემდგომი შეფუთვის მიზნით -მოთხოვნის შესაბამისად
 - ეტიკეტირება - პალეტზე ეტიკეტების მიკვრა - მოთხოვნის შესაბამისად;
 - პალეტის გადაწმენდა - საჭიროების შემთხვევაში;
 
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია თავისი პერსონალი უზრუნველყოს:
- პერსონალის დაზღვევით (მინიმუმ სიცოცხლის დაზღვევა);
 - შრომის დაცვის საშუალებებით (ხელთათმანი, უსაფრთხო ფეხსაცმელი, სათვალე, ხმაურმხშობი და სხვა);
 - ჰიგიენური საშუალებებით;
 - კვებით;
 - ტრანსპორტირებით;
 - ს.ს. ,,მინა“-ს ლოგოტიპისგან განსხვავებული სპეც ფორმით, რომელიც იქნება შეთანხმებული წინასწარ დამკვეთთან.
 - სამუშაოს შესრულებისას მკაცრად დაიცვას ობიექტზე მოქმედი შრომის, სახანძრო და ეკოლოგიური უსაფრთხოების წესები;
 - თავის საქმიანობიდან გამომდინარე წარმოქმნილი ნარჩენები შეაგროვოს სეპარირებულად;
 - უზრუნველყოს სეპარირებულად შეგროვებული ნარჩენების მართვა და განთავსება შესაბამის მოედანზე.
 - თანამშრომლების ცნობა ჯამრთელობის შესახებ.
 
ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში,გთხოვთ წარმოადგინოთ შემოთავაზება დალუქული კონვერტით, ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რაიონი, სოფ.ქსანი) 2021 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
წინადადებას უნდა დაერთოს:
- წინადადებისწარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია
 - კომპანიისდასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
 - იურიდიულიმისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
 - კომპანიისსამართლებრივი ფორმა, ძირითადი პროფილი/მომსახურებები
 - უახლესი ამონაწერისაჯარო რეესტრიდან
 - შემოთავაზება- განფასება ქვემოთ მოცემული მომსახურებების შესაბამისად, დ.ღ.გ-ს გარეშე ლარში :
- მანუალურად კუთხედზე ხელახალი სორტირება - 1000 ბოთლის ღირებულება
- ხაზზე ვიზუალურად ხელახლა სორტირება - 1000 ბოთლის ღირებულება
- ხაზზე ავტომატურად (ხარისხის აპარატზე) ხელახლა სორტირება - 1000 ბოთლის ღირებულება
- ხაზზე ხელახლა სორტირება - 1000 ბოთლის ღირებულება
- გადაფუთვა - 1 პალეტის გადაფუთვის ღირებულება
- ეტიკეტირება - 1 პალეტზე ეტიკეტირების ღირებულება
- პალეტის გადაწმენდა - 1 პალტის გაწმენდის ღირებულება; 
გაითვალისწინეთ:
- ტენდერთან დაკავშირებით შედეგი გეცნობებათ ელ.ფოსტის მეშვეობით.
 - გადაწყვეტილების მიღების პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს 2 – 4 კვირა;
 - გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება.
 - სავარაუდო სახელშეკრულებო პერიოდი : 25.11.2021-25.11.2022
 
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ: AALAVERDASHVILI@sisecam.com
ტენდერის კატეგორია:
- 79600000 პერსონალის დაქირავებასთან დაკავშირებული მომსახურებები
 - 98500000 კერძო მეურნეობები დაქირავებული პირებით