ჩაბარების ვადა:

25 სექტემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T10670 - ტენდერი მზა პროდუქციის გადარჩევაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს.“მინა“ აცხადებს ტენდერს მზა პროდუქციის გადარჩევის შესახებ.

სავარაუდოდ წლიურად გადასარჩევი რაოდენობა ჯამურად : 7 600 000 ცალი ბოთლი;

 გადარჩევის სახეობები არის შემდეგი:

  • მანუალურად კუთხედზე ხელახალი სორტირება - სავარაუდო რაოდენობა წლიურად -76 000 ცალი ბოთლი ;
  • ხაზზე ვიზუალურად ხელახლა სორტირება - სავარაუდო წლიური რაოდენობა 76 000 ცალი ბოთლი;
  • ხაზზე ავტომატურად (ხარისხის აპარატზე) ხელახლა სორტირება - სავარაუდო წლიური რაოდენობა 3 724 000 ცალი ბოთლი;
  • ხაზზე ხელახლა სორტირება - სავარაუდო წლიური რაოდენობა 3 724 000 ცალი ბოთლი;
  • გადაფუთვა - პალეტებზე დაზიანებული ცელოფნის მოხსნა, შემდგომი შეფუთვის მიზნით -მოთხოვნის შესაბამისად
  • ეტიკეტირება - პალეტზე ეტიკეტების მიკვრა - მოთხოვნის შესაბამისად;
  • პალეტის გადაწმენდა - საჭიროების შემთხვევაში;

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია თავისი პერსონალი უზრუნველყოს:

  • პერსონალის დაზღვევით (მინიმუმ სიცოცხლის დაზღვევა);
  • შრომის დაცვის საშუალებებით (ხელთათმანი, უსაფრთხო ფეხსაცმელი, სათვალე, ხმაურმხშობი და სხვა);
  • ჰიგიენური საშუალებებით;
  • კვებით;
  • ტრანსპორტირებით;
  • ს.ს. ,,მინა“-ს ლოგოტიპისგან განსხვავებული სპეც ფორმით, რომელიც იქნება შეთანხმებული წინასწარ დამკვეთთან.
  • სამუშაოს შესრულებისას მკაცრად დაიცვას ობიექტზე მოქმედი შრომის, სახანძრო და ეკოლოგიური უსაფრთხოების წესები;
  • თავის საქმიანობიდან გამომდინარე წარმოქმნილი ნარჩენები შეაგროვოს სეპარირებულად;
  • უზრუნველყოს სეპარირებულად შეგროვებული ნარჩენების მართვა და განთავსება შესაბამის მოედანზე.
  • თანამშრომლების ცნობა ჯამრთელობის შესახებ.

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში,გთხოვთ წარმოადგინოთ შემოთავაზება დალუქული კონვერტით, ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რაიონი, სოფ.ქსანი) 2021 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

წინადადებას უნდა დაერთოს:

  • წინადადებისწარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია
  • კომპანიისდასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიულიმისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
  • კომპანიისსამართლებრივი ფორმა, ძირითადი პროფილი/მომსახურებები
  • უახლესი ამონაწერისაჯარო რეესტრიდან 
  • შემოთავაზება- განფასება ქვემოთ მოცემული მომსახურებების შესაბამისად, დ.ღ.გ-ს გარეშე ლარში :
    - მანუალურად კუთხედზე ხელახალი სორტირება - 1000 ბოთლის ღირებულება
    - ხაზზე ვიზუალურად ხელახლა სორტირება - 1000 ბოთლის ღირებულება
    - ხაზზე ავტომატურად (ხარისხის აპარატზე) ხელახლა სორტირება - 1000 ბოთლის ღირებულება
    - ხაზზე ხელახლა სორტირება - 1000 ბოთლის ღირებულება
    - გადაფუთვა - 1 პალეტის გადაფუთვის ღირებულება
    - ეტიკეტირება - 1 პალეტზე ეტიკეტირების ღირებულება
    - პალეტის გადაწმენდა - 1 პალტის გაწმენდის ღირებულება;

გაითვალისწინეთ:

  • ტენდერთან დაკავშირებით შედეგი გეცნობებათ ელ.ფოსტის მეშვეობით.
  • გადაწყვეტილების მიღების პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს 2 – 4 კვირა;
  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება.
  • სავარაუდო სახელშეკრულებო პერიოდი : 25.11.2021-25.11.2022

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ: AALAVERDASHVILI@sisecam.com

ტენდერის კატეგორია:

  • 79600000 პერსონალის დაქირავებასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 98500000 კერძო მეურნეობები დაქირავებული პირებით