25 ოქტომბერი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT10859 - ტენდერი საინფორმაციო უსაფრთხოების ინციდენტების მონიტორინგისა და მართვის სისტემის (SIEM) შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ საინფორმაციო უსაფრთხოების ინციდენტების მონიტორინგისა და მართვის სისტემის (SIEM) შესყიდვის მიზნით აცხადებს ღია ტენდერს.
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნების სახით ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ჭანტურიას ქუჩა#14. შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 25 ოქტომბრის 18:00 საათი.
სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
- პრეტენდენტის დასახელება
- საკონტაქტო ინფორმაცია
- სატენდერო კომისია
- სს„ვითიბი ბანკი ჯორჯია“ (ტენდერის დასახელება - საინფორმაციო უსაფრთხოების ინციდენტების მონიტორინგისა და მართვის სისტემის (SIEM) შესყიდვა).
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში)პრეტენდენტებს შეუძლიათ სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის დადგომამდე შემდეგ მისამართზე:ქ.თბილისი, ჭანტურიას ქუჩა #14.
საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობასა და ინფორმაციას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
- SIEM სისტემების დანერგვის გამოცდილება, აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია რომლითაც დადასტურდება, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება დანერგილი აქვს მინიმუმ სამ ორგანიზაციაში საქართველოს ტერიტორიაზე.
- პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული მინიმუმ ერთი თანამშრომელი. დამადასტურებელ დოკუმენტად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის თანამშრომელზე მწარმოებლისმიერ გაცემული სერთიფიკატი.
შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 24 საათით ადრე, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.
დაინტერესებული პირები, ტენდერთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას შეუძლია გაეცნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://vtb.ge/ge/about-the-bank/tenders/137/tenderi-sainpormatsio-usaprtkhoebis-intsidentebis-monitoringisa-da-martvis-sistemis-siem-sheskidvis-shesakheb
საკონტაქტო პირი:
სალომე კახიძე
მობილური ნომერი: 592-13-35-35
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (1232)
ელ ფოსტა: s.kakhidze@vtb.ge
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებზე:
დავით ფრუიძე
მობილურის ნომერი: 595-93-57-67 (1442);
ელ. ფოსტა: d.pruidze@vtb.ge
ტენდერის კატეგორია:
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
- 71700000 მონიტორინგი და კონტროლი