11 ნოემბერი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT10873 - ტენდერი ადამიანური რესურსების მართვის სისტემის შესყიდვა/დანერგვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს „ადამიანური რესურსების მართვის სისტემის შესყიდვა/დანერგვაზე“
შესასრულებელი სამუშაოს აღწერა:
- თანამშრომლების ადმინისტრირების ავტომატიზაცია
- ხელფასის და სხვა კომპენსაციების დათვლის ავტომატიზაცია
- ოპერაციული და ფინანსური რეპორტების გენერაცია
- შერჩევა/დაქირავების პროცესის მართვა
- თანამშრომელთა შეფასებისა და განვითარების სისტემის დანერგვა
- თანამშრომლის პორტალი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ანალოგიური პროგრამის დანერგვის გამოცდილება (კომპანიის მოცულობა: არანაკლებ 300 თანამშრომლისა)
- შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭება ალტას პროგრამებთან ინტეგრაციის გამოცდილების მქონე კომპანიას
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- ფასი (ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს გადასახადების ჩათვლით)
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
- განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი
- მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა საგადასახადო ორგანადან დავალიანების არქონის შესახებ;
- შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
- საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)
აუცილებელი პირობა:
- მომსახურე კომპანიასთან ანგარიშსწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იქნას სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.
კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
- კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
- ტენდერის დასახელება – „ტენდერი ადამიანური რესურსების მართვის სისტემის დანერგვაზე“
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 11 ნოემბერი (18:00 სთ-მდე).
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე: Ekaterine.Mdivani@terabank.ge ტელეფონზე 255 00 00; მობ: 599 33 33 76.
ტენდერთან დაკავშირებულ სხვა კითხვებზე დაუკავშირდით ირაკლი მიქაძეს, ელ. ფოსტის მისამართზე: Irakli.mikadze@terabank.ge ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2005). მობ: 595 60 01 04
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები