10 ნოემბერი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT10978 - ტენდერი საკურიერო მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „სილქმედია“ აცხადებს ტენდერს საკურიერო მომსახურების შესყიდვაზე.
ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფასები ლარში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის დღგ-ს ჩათვლით.
მომსახურების დეტალები:
- კომპანიამ უნდა უზრუნველყოს დოკუმენტაციის გაგზავნა ქვეყნის საზღვრებს გარეთ;
- მომსახურების პერიოდი - 1 წელი;
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2021 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10 საათიდან 18 საათამდე
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- კომპანიაზე ზოგადი ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;
- კლიენტების ჩამონათვალი;
- კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები;
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:
- მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში და CD დისკზე;
- კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
- მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;
ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
- ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ: 2021 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით (18:00 საათი) დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ლევან გოთუას #3.
რეკვიზიტები:
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: გვანცა მამალაძე
ტელეფონი: +995 577 55 52 36
E-mail: tenders@silknet.com; gmamaladze@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, გოთუას #3
მოთხოვნა: წარმოდგენილი ფასები უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით;
სს ,,სილქმედია“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
ტენდერის კატეგორია:
- 64100000 საფოსტო და საკურიერო მომსახურებები