ჩაბარების ვადა:

10 ნოემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T10978 - ტენდერი საკურიერო მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „სილქმედია“ აცხადებს ტენდერს საკურიერო მომსახურების შესყიდვაზე.

ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფასები ლარში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის დღგ-ს ჩათვლით.

მომსახურების დეტალები:

  • კომპანიამ უნდა უზრუნველყოს დოკუმენტაციის გაგზავნა ქვეყნის საზღვრებს გარეთ;
  • მომსახურების პერიოდი - 1 წელი;

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2021 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10 საათიდან 18 საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კომპანიაზე ზოგადი ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;
  • კლიენტების ჩამონათვალი;
  • კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები;

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში და CD დისკზე;
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ: 2021 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით (18:00 საათი) დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ლევან გოთუას #3. 

რეკვიზიტები:
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: გვანცა მამალაძე
ტელეფონი: +995 577 55 52 36
E-mail: tenders@silknet.com; gmamaladze@silknet.com 
მისამართი: ქ. თბილისი, გოთუას #3

მოთხოვნა: წარმოდგენილი ფასები  უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით; 

სს ,,სილქმედია“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;

ტენდერის კატეგორია:

  • 64100000 საფოსტო და საკურიერო მომსახურებები