5 ნოემბერი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT11023 - ფასთა გამოკითხვა სკანერის (1 ცალი) და ქოლ-ცენტრის ყურსასმენების (22 ცალი) შეძენაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ფასთა გამოკითხვას სკანერის (1 ცალი) და ქოლ-ცენტრის ყურსასმენების (22 ცალი) შეძენაზე.
შესყიდვის საგანი:
- სკანერი - 1 ცალი
- ქოლ ცენტრის ყურსასმენები - 22 ცალი
ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად მომწოდებელმა საჭიროა მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები) დანართების სახით:
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება შემდეგ მისამართზე: შპს ახალი ქსელები. ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 42;
ფასთა გამოკითხვაში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს ფასთაგამოკითხვის ტექნიკურ მოთხოვნებს;
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ფასთა გამოკითხვა შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს:
- პროდუქციის მოწოდების ვადა
- შემოთავაზების მოქმედების ვადა
ინფორმაცია ფასთა გამოკითხვაში მონაწილეთათვის:
- წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2021 წლის, 5 ნოემბერი 18:00 სთ;
- დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: t.sheklashvili@ak.ge
ტენდერის კატეგორია:
- 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა