ჩაბარების ვადა:

5 ნოემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T11023 - ფასთა გამოკითხვა სკანერის (1 ცალი) და ქოლ-ცენტრის ყურსასმენების (22 ცალი) შეძენაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა: 

შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ფასთა გამოკითხვას სკანერის (1 ცალი) და ქოლ-ცენტრის ყურსასმენების (22 ცალი) შეძენაზე.

შესყიდვის საგანი:

  • სკანერი - 1 ცალი
  • ქოლ ცენტრის ყურსასმენები - 22 ცალი

ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად მომწოდებელმა საჭიროა მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები) დანართების სახით:

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- ფასების ცხრილი 
  • ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება შემდეგ მისამართზე: შპს ახალი ქსელები. ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 42;

ფასთა გამოკითხვაში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს ფასთაგამოკითხვის ტექნიკურ მოთხოვნებს;

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ფასთა გამოკითხვა შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; 

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს: 

  • პროდუქციის მოწოდების ვადა
  • შემოთავაზების მოქმედების ვადა 

ინფორმაცია ფასთა გამოკითხვაში მონაწილეთათვის:

  • წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2021 წლის, 5 ნოემბერი 18:00 სთ;
  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: t.sheklashvili@ak.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა