19 ნოემბერი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT11126 - ტენდერი სარკინიგზო გადაზიდვაზე
- გამომცხადებელი: ლომისი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 19 ნოემბერი 2021 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
- ნომრით #EF-GE/559
 - დანიშნულება: სარკინიგზო გადაზიდვა
 
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
 
დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მითითებულ მეილზე დასკანერებული სახით უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
 - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 
ტენდერის პირობები:
- გადასაზიდ საქონელს წარმოადგენს ალაო.
 - გადაზიდვის მარშრუტი: ოსტროგოჟსკი, (სადგურის კოდი: 20581708) (ვორონეჟის მხარე) რუსეთი - გორი, საქართველო;
 - 2022 წლის განმავლობაში გადასაზიდი იქნება დაახლოებით 5,000 ტონა ალაო;
 - შემოთავაზებული ფასი უნდა განისაზღვროს ერთ ტონაზე მთელი წლისთვის და შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
 - გადახდის პირობა: გადაზიდვის დასრულებიდან 30 კალენდარული დღე.
 - სერვისი გაწეული უნდა იქნეს ეტაპობრივად 2022 წლის განმავლობაში, სს ლომისის მოთხოვნის საფუძველზე.
 - სატრანსპორტო კომპანიამ ვაგონების დაყენება უნდა შეძლოს მოთხოვნიდან მაქსიმუმ 2 კვირაში.
 
სატენდერო წინადადება (მოთხოვნილი საბუთები დასკანერებული სახით) უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tenders@ge.anadoluefes.com
შემოთავაზების მიღება იწყება 11.11.2021, 09:00. 
შემოთავაზების მიღება მთავრდება 19.11.2021, 18:00.
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
თეკლა ნოზაძე
ლოჯისტიკის დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარი
ელ. ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 60200000 სარკინიგზო ტრანსპორტის მომსახურებები