ჩაბარების ვადა:

29 დეკემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T11570 - ტენდერი საბლანკო პროდუქციის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს საბლანკო პროდუქციის შესყიდვაზე.

პროდუქტის დასახელება (დანართი 1):

დასახელება აღწერილობა შეკვეთის სავარაუდო რაოდენობა  ერთ.ღირებულება ჯამური ღირებულება
მეანაბრის ბარათი

ზომა 21x14,8 სმ, ბრისტოლი 210გრ/კვმ., ბეჭდვა 1/0

100    
ფაქსიმელია

ზომა 21x14,8 სმ, ბრისტოლი 210გრ/კვმ., ბეჭდვა 1/0

100    
ინვენტარის ბარათი

ზომა 21x14,8 სმ, ბრისტოლი 210გრ/კვმ., ბეჭდვა 1/0

100    
ტიტულიანი ბლანკი

მაღალი სითეთრის ოფსეტი 100გრ/კვმ, ბეჭდვა 2/0, უკან ხუთნიშნა ნუმერაციით

145000

   
ტიტულიანი ბლანკი (ექსპრესი)

მაღალი სითეთრის ოფსეტი 100გრ/კვმ, ბეჭდვა 5/0, უკან ხუთნიშნა ნუმერაციით

20000

   
ტიტულიანი ბლანკი (სოლო)

კოლოტეკი 100გრ, ბეჭდვა 5/0, უკან ხუთნიშნა ნუმერაციით

20000    
ბლანკი (WM)

120გრ თეთრი სპეც ქაღალდი, კოდი 30.400, ბეჭდვა 4/0, ციფრული

500    

ტიტულიანი ბლანკი (ჭვირნიშნიანი)

ქაღალდი Conqueror, თეთრი 100გრ/კვმ., ბეჭდვა 2/0, უკან ხუთნიშნა ნუმერაციით

20000    
ფულის ზედნადები

1, 2, 5 (ზომა 6x11,5 სმ), 10, 20, 50, 100 (ზომა 6,5x13 სმ); ქრომერზაცი 230გრ/კვმ, ბეჭდვა 1/0

770000    

ქვეშნადები უწარწერო პატარა

ზომა 6x11,5 სმ, ქრომერზაცი 230გრ/კვმ, ბეჭდვის გარეშე

600000

   

ქვეშნადები უწარწერო დიდი

ზომა 6x11,5 სმ, ქრომერზაცი 230გრ/კვმ, ბეჭდვის გარეშე

600000

   

ბანდეროლი

ზომა 4,5x60სმ, ოფსეტი 60გრ/კვმ, ბეჭდვა 1/0. სახეობები: 1, 2, 5, 10, 20, 50, 100

1000000

   

იარლიყი

ზომა 13x6,5სმ, ბრისტოლი 280გრ., ბეჭდვა 2/0, გახვრეტა 5მმ ბურღით; იფუთება 2,000-2,000 ცალი, შიგნით 200-200 ცალი რეზინით შეკრული

70000

   

შემოსავლის ორდერი

ზომა 20x10სმ, კოპირებადი 3 ფენა (თეთრი, ყვითელი, მწვანე), ბეჭდვა 2/0, წებო გვერდიდან. 2 ფენა (თეთრი და ყვითელი) არის ერთნაირი ანაბეჭდის, მწვანე ფენა არის განსხვავებული. 35-35 კომპლექტი ცალ-ცალკე წებოზე აყვანილი უკან 210გრ დაუბეჭდავი ბრისტოლით

110000

   

 

ტენდერში მონაწილეობისთვის და დეტალური ინფორმაცის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა კომპანიამ რეგისტრაცა გაიროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba).

რეგისტრაციისთვის მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: თეონა ფიცხელაური
ელ. ფოსტა: tpitskhelauri@bog.ge
მობ: 577 52 42 35  

ძირითადი მოთხოვნები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
  • ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • სარეკომენდაციო წერილები

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

სატენდერო მოთხოვნები

  • მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შეკვეთის მიღებიდან არაუგვიანეს 1 კვირის განმავლობაში;
  • პროდუქცია დახარისხებული უნდა იყოს 50-50 ცალიან შეკვრებად, ისე რომ არ მოხდეს მათი გაბნევა, ან დაზიანება. ნუმერაციის არსებობის შემთხვევაში უნდა ჰქონდეს მითითება შიგთავსის შესახებ.
  • მომწოდებელმა თავად უნდა მოახდინოს ტრანსპორტირება ბანკის საწყობში.
  • შესაძლებელია შეირჩეს 2 მომწოდებელი და ცხრილში მოცემული საქონელი გაიყოს საუკეთესო შემოთავაზების მქონე პრეტენდენტებზე;
  • ანგარიშსწორება უნდა მოხდეს თვეში ერთხელ, საქონლის მოწოდების შემდგომ ერთიანი ანგარიშფაქტურით 15 საბანკო დღის ვადაში;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი გენერალური ხელშეკრულება;
  • დანართი #2-ში მითითებულია სავარაუდო რაოდენობები, რომლებიც შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნის შესაბამისად.
  • ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ;

გამოცხადების თარიღი: 22 დეკემბერი 2021
დასრულების თარიღი: 29 დეკემბერი 2021

ტენდერის კატეგორია:

  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 22900000 სხვადასხვა ნაბეჭდი მასალა