29 დეკემბერი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT11570 - ტენდერი საბლანკო პროდუქციის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს საბლანკო პროდუქციის შესყიდვაზე.
პროდუქტის დასახელება (დანართი 1):
დასახელება | აღწერილობა | შეკვეთის სავარაუდო რაოდენობა | ერთ.ღირებულება | ჯამური ღირებულება |
მეანაბრის ბარათი |
ზომა 21x14,8 სმ, ბრისტოლი 210გრ/კვმ., ბეჭდვა 1/0 |
100 | ||
ფაქსიმელია |
ზომა 21x14,8 სმ, ბრისტოლი 210გრ/კვმ., ბეჭდვა 1/0 |
100 | ||
ინვენტარის ბარათი |
ზომა 21x14,8 სმ, ბრისტოლი 210გრ/კვმ., ბეჭდვა 1/0 |
100 | ||
ტიტულიანი ბლანკი |
მაღალი სითეთრის ოფსეტი 100გრ/კვმ, ბეჭდვა 2/0, უკან ხუთნიშნა ნუმერაციით |
145000 |
||
ტიტულიანი ბლანკი (ექსპრესი) |
მაღალი სითეთრის ოფსეტი 100გრ/კვმ, ბეჭდვა 5/0, უკან ხუთნიშნა ნუმერაციით |
20000 |
||
ტიტულიანი ბლანკი (სოლო) |
კოლოტეკი 100გრ, ბეჭდვა 5/0, უკან ხუთნიშნა ნუმერაციით |
20000 | ||
ბლანკი (WM) |
120გრ თეთრი სპეც ქაღალდი, კოდი 30.400, ბეჭდვა 4/0, ციფრული |
500 | ||
ტიტულიანი ბლანკი (ჭვირნიშნიანი) |
ქაღალდი Conqueror, თეთრი 100გრ/კვმ., ბეჭდვა 2/0, უკან ხუთნიშნა ნუმერაციით |
20000 | ||
ფულის ზედნადები |
1, 2, 5 (ზომა 6x11,5 სმ), 10, 20, 50, 100 (ზომა 6,5x13 სმ); ქრომერზაცი 230გრ/კვმ, ბეჭდვა 1/0 |
770000 | ||
ქვეშნადები უწარწერო პატარა |
ზომა 6x11,5 სმ, ქრომერზაცი 230გრ/კვმ, ბეჭდვის გარეშე |
600000 |
||
ქვეშნადები უწარწერო დიდი |
ზომა 6x11,5 სმ, ქრომერზაცი 230გრ/კვმ, ბეჭდვის გარეშე |
600000 |
||
ბანდეროლი |
ზომა 4,5x60სმ, ოფსეტი 60გრ/კვმ, ბეჭდვა 1/0. სახეობები: 1, 2, 5, 10, 20, 50, 100 |
1000000 |
||
იარლიყი |
ზომა 13x6,5სმ, ბრისტოლი 280გრ., ბეჭდვა 2/0, გახვრეტა 5მმ ბურღით; იფუთება 2,000-2,000 ცალი, შიგნით 200-200 ცალი რეზინით შეკრული |
70000 |
||
შემოსავლის ორდერი |
ზომა 20x10სმ, კოპირებადი 3 ფენა (თეთრი, ყვითელი, მწვანე), ბეჭდვა 2/0, წებო გვერდიდან. 2 ფენა (თეთრი და ყვითელი) არის ერთნაირი ანაბეჭდის, მწვანე ფენა არის განსხვავებული. 35-35 კომპლექტი ცალ-ცალკე წებოზე აყვანილი უკან 210გრ დაუბეჭდავი ბრისტოლით |
110000 |
ტენდერში მონაწილეობისთვის და დეტალური ინფორმაცის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა კომპანიამ რეგისტრაცა გაიროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba).
რეგისტრაციისთვის მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: თეონა ფიცხელაური
ელ. ფოსტა: tpitskhelauri@bog.ge
მობ: 577 52 42 35
ძირითადი მოთხოვნები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
- ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- სარეკომენდაციო წერილები
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
სატენდერო მოთხოვნები
- მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შეკვეთის მიღებიდან არაუგვიანეს 1 კვირის განმავლობაში;
- პროდუქცია დახარისხებული უნდა იყოს 50-50 ცალიან შეკვრებად, ისე რომ არ მოხდეს მათი გაბნევა, ან დაზიანება. ნუმერაციის არსებობის შემთხვევაში უნდა ჰქონდეს მითითება შიგთავსის შესახებ.
- მომწოდებელმა თავად უნდა მოახდინოს ტრანსპორტირება ბანკის საწყობში.
- შესაძლებელია შეირჩეს 2 მომწოდებელი და ცხრილში მოცემული საქონელი გაიყოს საუკეთესო შემოთავაზების მქონე პრეტენდენტებზე;
- ანგარიშსწორება უნდა მოხდეს თვეში ერთხელ, საქონლის მოწოდების შემდგომ ერთიანი ანგარიშფაქტურით 15 საბანკო დღის ვადაში;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი გენერალური ხელშეკრულება;
- დანართი #2-ში მითითებულია სავარაუდო რაოდენობები, რომლებიც შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნის შესაბამისად.
- ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ;
გამოცხადების თარიღი: 22 დეკემბერი 2021
დასრულების თარიღი: 29 დეკემბერი 2021
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
- 22900000 სხვადასხვა ნაბეჭდი მასალა