25 თებერვალი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT12130 - ტენდერი მცხეთის, თბილისის და რუსთავის მასშტაბით, ასფალტის (ორმოულების) აღდენის მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სილქნეტი“ აცხადებს ტენდერს მცხეთის, თბილისის და რუსთავის მასშტაბით, ასფალტის (ორმოულების) აღდენის მომსახურებაზე.
გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფასები ლარში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის დღგ-ს ჩათვლით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტაზე.
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2022 წლის 25 თებერვლის ჩათვლით (18:00 საათი) დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გოთუას #3
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3 კომპანიის)
- შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ამობეჭდილი, ასევე ელექტრონულად CD დისკზე.
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:
- დალუქულ კონვერტში;
- კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი (2022/6)
- კონვერტი დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;
ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
- ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი სამსახური: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: სოსო მაზმიშვილი ინა საჯაია
ტელეფონი: +995 555 54 05 54 +995 599 552 553
E-mail: tenders@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, გოთუას #3
ტენდერის კატეგორია:
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები