ჩაბარების ვადა:

16 მარტი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T12235 - კონკურსი კომპანიის „ბრენდბუქისა“ და „ექსტერიერ/ინტერიერის დიზაინის შექმნაზე“

კონკურსის აღწერილობა:

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ აცხადებს კონკურს კომპანიის „ბრენდბუქისა“ და „ექსტერიერ/ინტერიერის დიზაინის შექმნაზე“

კონკურსი შედგება II ეტაპისგან: 

  • I ეტაპი: განაცხადების მიღება (მოთხოვნილი სტანდარტების მიხედვით)
  • II ეტაპი: არჩეული აპლიკანტები წარმოადგნენ დანართი #3 და დანართი #4 - ით განსაზღვრულ საპილოტე ვერსიებს; 

ზოგადი მოთხოვნები: 

  • ბრენდბუქი უნდა მოიცავდეს ლოგოს რებრენდინგს-სტილიზირებას; შენარჩუნებული უნდა იყოს არსებული ლოგოს შინაარსი. 
  • ლოგოს არ უნდა გააჩნდეს ანალოგი (უნდა მოდიოდეს შესაბამისობაში საავტორო უფლებებთან) 
  • მონაწილე სუბიექტმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს მის პორტფელში არსებული სამი მსგავსი ნამუშევარი;
  • პროექტზე მომუშავე ჯგუფის შემადგენლობა და მათი გამოცდილება (პორტფელი);    
  • დაინტერესების შემთხვევაში კომპანიას საშუალება ექნება იმუშაოს დანართებში  #3 და დანართი #4 წარმოდგენილ შესასრულებელ სამუშაოებზე როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე;

სპეციალური პირობები: ვადები, დოკუმენტაციის წარმოდგენის წესი, ფასი:
2.1 სპეციალური პირობები: 

  • პირველ ეტაპზე არჩეულმა კომპანიებმა შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად საჭიროა წარმოადგინონ დანართი #3-ში წარმოდგენილი სამუშაოების შემთხვევაში, ლოგოს რებრენდინგის საპილოტე ვერსია;
  • დანართი #4- -ში წარმოდგენილი სამუშაობის შემთხვევაში, მაღაზიის ფასადის საპილოტე ვერსია (სარეკლამო აბრა; კედლები; ვიტრინა)

2.2 ვადები:

  • კონკურსის I ეტაპზე მონაწილეობის მიღებისთვის საჭიროა მოთხოვნილი ინფორმაცია მოწოდებული იქნას სატენდერო განაცხადიდან არაუგვიანეს  2022 წლის 16 მარტს;
  • კონკურსის II ეტაპზე საპილოტე ვერსიის წარდგენისთვის განსაზღვრულია 45 დღე;

2.3 ფასები:

  • დანართებში ჩამოთვლილი თითოეული მიმართულების მიხედვით;
  • დანართი #3 და დანართი #4- ით გათვალისწინებული საპილოტე ვერსიების ღირებულება;

საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ფორმით:

  • კანდიდატებმა მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა გადმოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მითითებულ მისამართზე: tenders@clean-house.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 22500000 საბეჭდი ფორმები ან ცილინდრები ან ბეჭდვისას გამოსაყენებელი სხვა საშუალებები
  • 22900000 სხვადასხვა ნაბეჭდი მასალა
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები