ჩაბარების ვადა:
16 მარტი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT12235 - კონკურსი კომპანიის „ბრენდბუქისა“ და „ექსტერიერ/ინტერიერის დიზაინის შექმნაზე“
კონკურსის აღწერილობა:
მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ აცხადებს კონკურს კომპანიის „ბრენდბუქისა“ და „ექსტერიერ/ინტერიერის დიზაინის შექმნაზე“
კონკურსი შედგება II ეტაპისგან:
- I ეტაპი: განაცხადების მიღება (მოთხოვნილი სტანდარტების მიხედვით)
- II ეტაპი: არჩეული აპლიკანტები წარმოადგნენ დანართი #3 და დანართი #4 - ით განსაზღვრულ საპილოტე ვერსიებს;
ზოგადი მოთხოვნები:
- ბრენდბუქი უნდა მოიცავდეს ლოგოს რებრენდინგს-სტილიზირებას; შენარჩუნებული უნდა იყოს არსებული ლოგოს შინაარსი.
- ლოგოს არ უნდა გააჩნდეს ანალოგი (უნდა მოდიოდეს შესაბამისობაში საავტორო უფლებებთან)
- მონაწილე სუბიექტმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს მის პორტფელში არსებული სამი მსგავსი ნამუშევარი;
- პროექტზე მომუშავე ჯგუფის შემადგენლობა და მათი გამოცდილება (პორტფელი);
- დაინტერესების შემთხვევაში კომპანიას საშუალება ექნება იმუშაოს დანართებში #3 და დანართი #4 წარმოდგენილ შესასრულებელ სამუშაოებზე როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე;
სპეციალური პირობები: ვადები, დოკუმენტაციის წარმოდგენის წესი, ფასი:
2.1 სპეციალური პირობები:
- პირველ ეტაპზე არჩეულმა კომპანიებმა შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად საჭიროა წარმოადგინონ დანართი #3-ში წარმოდგენილი სამუშაოების შემთხვევაში, ლოგოს რებრენდინგის საპილოტე ვერსია;
- დანართი #4- -ში წარმოდგენილი სამუშაობის შემთხვევაში, მაღაზიის ფასადის საპილოტე ვერსია (სარეკლამო აბრა; კედლები; ვიტრინა)
2.2 ვადები:
- კონკურსის I ეტაპზე მონაწილეობის მიღებისთვის საჭიროა მოთხოვნილი ინფორმაცია მოწოდებული იქნას სატენდერო განაცხადიდან არაუგვიანეს 2022 წლის 16 მარტს;
- კონკურსის II ეტაპზე საპილოტე ვერსიის წარდგენისთვის განსაზღვრულია 45 დღე;
2.3 ფასები:
- დანართებში ჩამოთვლილი თითოეული მიმართულების მიხედვით;
- დანართი #3 და დანართი #4- ით გათვალისწინებული საპილოტე ვერსიების ღირებულება;
საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ფორმით:
- კანდიდატებმა მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა გადმოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მითითებულ მისამართზე: tenders@clean-house.ge
ტენდერის კატეგორია:
- 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 22500000 საბეჭდი ფორმები ან ცილინდრები ან ბეჭდვისას გამოსაყენებელი სხვა საშუალებები
- 22900000 სხვადასხვა ნაბეჭდი მასალა
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები