ჩაბარების ვადა:
11 აპრილი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT12533 - ტენდერი ვებ-გვერდის შექმნაზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება ბანკი ქართუ აცხადებს ღია ტენდერს ვებ გვერდის შექმნაზე
ტენდერის მოთხოვნები და პირობები:
- ტენდერის მონაწილეებმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს (წარადგინოს ნაბეჭდი სახით) შემდეგი:
- მომსახურების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით (ვალუტის მითითებით);
- გარანტიის პირობები;
- მოწოდების ვადები;
- ანგარიშსწორების პირობები (იმ შემთხვევაში, თუ წინადადება მოწოდებულ იქნება უცხოურ ვალუტაში, მნიშვნელოვანია, რომ გადახდის პირობები ითვალისწინებდეს თანხის გადახდას ლარში, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით);
- მხარდაჭერის პირობები და ფასები
- პრეტენდენტის შესრულებული ვებ გვერდების პორტფოლიო.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- კომპანიის რეკვიზიტები: სრული დასახელება, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, საკონტაქტო ტელეფონები, პასუხისმგებელი პირი;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან კომპანიის რეგისტრაციის შესახებ და საბანკო რეკვიზიტები;
- იმ შემთხვევაში, თუკი საქონლის და მომსახურების მიწოდება/სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, დაინტერესებული კანდიდატ(ებ)ის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.
ტენდერში გამარჯვებულ პირს, ხელშეკრულების გაფორმებამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება:
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ ტენდერში მონაწილე პირის ქონებაზე არ არსებობს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
- ცნობა, რომ პრეტენდენტის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
- კანდიდატებს შეიძლება მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება, რაზეც ეცნობებათ დამატებით და განესაზღვრებათ შესაბამისი ვადა. აღნიშნულ ვადაში დოკუმენტაციის წარუდგენლობა შეიძლება გახდეს სატენდერო წინადადებაზე უარის თქმის საფუძველი.
ტენდერის მოთხოვნები:
- საიტის დიზანი უნდა შეიქმნას სს ბანკი ქართუს ბრენდ ბუქის პრინციპების გათვალისწინებით
- საიტის დიზაინი უნდა იყოს უნიკალური და არ იმეორებდეს ბაზარზე არსებულ ანალოგებს
- შექმნილი საიტი უნდა იყოს თავსებადი დესკტოპ კომპიუტერებთან, სმარტფონებთან, პლანშეტებთან და ა.შ (ე.წ Responsive)
- გათვალისწინებული უნდა იყოს SEO ოპტიმიზაციის მოთხოვნები
- გათვალისწინებული უნდა იყოს Google Analytics ჩაშენება
- მოწოდებული უნდა იქნას საიტის კოდის (CSS, Javascript) დაუკომპრესირებელი/სამუშაო ვერსია
- გამარჯვებული კომპანია ვალდებულია შექმნას საიტის ყველა გვერდი/მოდული ( საიტის გვერდების, მოდულების სავარაუდო რაოდენობა თანდართულია საიტის რუკის სახით)
- საიტი უნდა იყოს დაწერილი თანამედროვე პროგრამული ენის ბოლო ვერსიაზე
- დახმარების გაწევა ვებ-გვერდის შინაარსისა და ინფორმაციის განახლებაში;
- ვებ-გვერდის გაშვების შემდგომ მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კონსულტაციების უზრუნველყოფა.
- აუცილებელია ვებ გვერდი იყოს სრულად მართვადი
- საიტის ენა - ქართული / ინგლისური
- საიტის შექმნიდან 1 წლის განმავლობაში კომპანია ვალდებულია მოგვაწოდოს მხარდაჭერის უფასო სერვისი
- საიტი თავსებადი უნდა იყოს ყველაზე გავრცელებული ბრაუზერების ვერსიებთან (Microsoft Edge, Google Chrome, Opera, Mozilla Firefox, Safari)
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შეთავაზების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2022 წლის 11 აპრილი, 18:00 საათი.
- სატენდერო დოკუმენტაცია დალუქული კონვერტით უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი 0162, ჭავჭავაძის გამზ. 39ა .
სს ბანკი ქართუ, ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
email: info@cartubank.ge
tel: *8080, (032) 200 80 80 ext 550
ტენდერის კატეგორია:
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები