ჩაბარების ვადა:
15 ივლისი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT13726 - ფასთა გამოკითხვა საშუალო ზომის ექსკავატორების მომსახურებაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ფასთა გამოკითხვას საშუალო ზომის ექსკავატორების მომსახურებაზე.
სამუშაოს აღწერა:
- MIDI ზომის ექსკავატორებით (მაგალითად JCB 3CX) რუსთავის და კასპის ქარხნებში სამუშაოების ჩატარება (ციცხვით და/ან სანგრევით) მოთხოვნისამებრ თვეში რამდენიმე დღის განმავლობაში.
- სამუშაო ადგილი - კასპი, რუსთავი
- ტექნიკა უნდა იყოს სრულად გამართული და აღჭურვილი ყველა უსაფრთხოებისთვის საჭირო ინვენტარით. ოპერატორს უნდა ჰქონდეს მართვის მოწმობის S კატეგორია და უნდა იყოს აღჭურვილი ინდუსტრიულ გარემოში მუშაობისთვის შესაბამისი სამოსითა და დამცავი საშუალებებით.
- ტექნიკა და ოპერატორი უნდა აკმაყოფილებდნენ ჰაიდელბერგცემენტის მიერ დადგენილ ყვითელი ტექნიკის უსაფრთხოების წესებს.
- ფასთა გამოკითხვაში არ განიხილება 10 წელზე მეტი ასაკის ტექნიკა. (გამოშვების თარიღი არ უნდა იყოს 2012 წელს ქვემოთ)
- ფასთა გამოკითხვაში არ განიხილება 3 წელზე ნაკლები გამოცდილების მქონე კომპანიის წინადადება.
ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გადმოგზავნეთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია მისამართზე Ucha.Purtseladze@heidelbergcement.ge არა უგვიანეს 15 ივლისისა:
- ინფორმაცია კომპანიაზე - კომპანიის აღწერა/პრეზენტაცია.
- თუ გითანამშრომლიათ დიდ კომპანიებთან მათი ჩამონათვალი.
- თქვენი კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკის (ექსკავატორები) სურათები.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართეთ:
Email: Ucha.Purtseladze@heidelbergcement.ge
TEL: 577 77 37 19
ტენდერის კატეგორია:
- 43300000 სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები
- 16700000 ტრაქტორები
- 43200000 მიწის სათხრელი და სახაპავი მანქანები და მათი (მათთან დაკავშირებული) ნაწილები
- 43500000 მუხლუხა სატრანსპრტო საშუალებები
- 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები