ჩაბარების ვადა:

29 ივლისი 2022, 18:00

სტატუსი:

არ შედგა

E
ელ. ტენდერი
T14009 - ტენდერი დაბა სტეფანწმინდაში დაზიანებული ასფალტის საფარის და ბორდიულების შეცვლის სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

Tenders.ge პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ანონიმურ ელექტრონულ ტენდერს დაბა სტეფანწმინდაში დაზიანებული ასფალტის საფარის და ბორდიულების შეცვლის სამუშაოებზე.

ტენდერში მონაწილე მხარე ვალდებულია განახორციელოს:

  • დაბა სტეფანწმინდაში დაზიანებული ასფალტის საფარის და ბორდიულების შეცვლის სამუშაოები;
  • დაზიანებული ასფალტის საფარის და ბორდიულების დემონტაჟი და სამშენებლო ნარჩენების გატანა;
  • საფუძვლის ზედა ფენის მოწყობა;

20 სმ-იანი სისქის ბუნებრივი მარცვლოვანი შემადგენლობის ბალასტის დაგებას დატკეპნით, არსებული ვარგისი ბორდიულების დემონტაჟს და მონტაჟს ბეტონის საფუძველზე, ახალი ბაზალტის ბორდიულების ზომით 15*30სმ და 10*20სმ მოწყობას ბეტონის საფუძველზე (ბაზალტის ბორდიულს შემსრულებელი მიაწვდის), საფუძვლის და საფარის ქვედა ფენას შორის ბიტუმის ემულსიის მოსხმა (0,7კგ/მ2), 5 სმ-იანი სისქის მსხვილმარცვლოვანი ასფალტ-ბეტონის მოწყობას, საფარის ზედა და ქვედა ფენებს შორის ბიტუმის ემულსიის მოსხმა (0,35კგ/მ2), 4 სმ-იანი სისქის წვრილმარცვლოვანი ასფალტ-ბეტონის დაგებას. სამუშაოთა გადაცემის ტიპი: ტენდერში მონაწილე მხარეს ევალება საკუთარი მუშახელის, მასალებისა და მანქანა-დანადგარების-მექანიზმების მეშვეობით განახორციელოს სამუშაოები.

ტენდერში მონაწილე მხარე ვალდებულია მოცემული ტექნიკური დავალების გათვალისწინებული სამუშაოების შესაბამისად მოახდინოს სამუშაოების ღირებულების დაანგარიშება 1 კვ.მ-სა და გრძივ მეტრზე და განფასების მოწოდება. განფასებაში გათვალისწინებული უნდა იყოს სამუშაოების წარმოებისათვის საჭირო ყველა სამშენებლო ხარჯი.

  • ასფალტის  დაგების სამუშაოების საპროექტო ფართობი შეადგენს 2200 მ²-ს.
  • ბაზალტის ბორდიურის მოწყობის საპროექტო სიგრძე შეადგენს 325 მეტრს.

გეგმიურად სამუშაოების დაწყების დრო: 2022 წლის 31 ივლისი

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1). დღგ.ს ჩათვლით.
  • საგარანტიო პირობები;
  • საგარანტიო ვადები;
  • სამუშაოების შესრულების ვადა, გრაფიკი; (შიდა ეზოში ასფალტის დაგების სამუშაოების შესრულება იწარმოებს 2 ეტაპად: I ეტაპზე საავტომობილო სამოძრაო ზოლის ცალი მხარე დასრულდება, ხოლო II ეტაპზე საავტომობილო სამოძრაო ზოლის მეორე მხარე)

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 29 ივლისი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • გთხოვთ სისტემაში მიუთითეთ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური ღირებულება;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    22 ივლისი 2022 დრო 12:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა