29 ივლისი 2022, 18:00
სტატუსი:
არ შედგა
E
ელ. ტენდერი
T14009 - ტენდერი დაბა სტეფანწმინდაში დაზიანებული ასფალტის საფარის და ბორდიულების შეცვლის სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
Tenders.ge პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ანონიმურ ელექტრონულ ტენდერს დაბა სტეფანწმინდაში დაზიანებული ასფალტის საფარის და ბორდიულების შეცვლის სამუშაოებზე.
ტენდერში მონაწილე მხარე ვალდებულია განახორციელოს:
- დაბა სტეფანწმინდაში დაზიანებული ასფალტის საფარის და ბორდიულების შეცვლის სამუშაოები;
- დაზიანებული ასფალტის საფარის და ბორდიულების დემონტაჟი და სამშენებლო ნარჩენების გატანა;
- საფუძვლის ზედა ფენის მოწყობა;
20 სმ-იანი სისქის ბუნებრივი მარცვლოვანი შემადგენლობის ბალასტის დაგებას დატკეპნით, არსებული ვარგისი ბორდიულების დემონტაჟს და მონტაჟს ბეტონის საფუძველზე, ახალი ბაზალტის ბორდიულების ზომით 15*30სმ და 10*20სმ მოწყობას ბეტონის საფუძველზე (ბაზალტის ბორდიულს შემსრულებელი მიაწვდის), საფუძვლის და საფარის ქვედა ფენას შორის ბიტუმის ემულსიის მოსხმა (0,7კგ/მ2), 5 სმ-იანი სისქის მსხვილმარცვლოვანი ასფალტ-ბეტონის მოწყობას, საფარის ზედა და ქვედა ფენებს შორის ბიტუმის ემულსიის მოსხმა (0,35კგ/მ2), 4 სმ-იანი სისქის წვრილმარცვლოვანი ასფალტ-ბეტონის დაგებას. სამუშაოთა გადაცემის ტიპი: ტენდერში მონაწილე მხარეს ევალება საკუთარი მუშახელის, მასალებისა და მანქანა-დანადგარების-მექანიზმების მეშვეობით განახორციელოს სამუშაოები.
ტენდერში მონაწილე მხარე ვალდებულია მოცემული ტექნიკური დავალების გათვალისწინებული სამუშაოების შესაბამისად მოახდინოს სამუშაოების ღირებულების დაანგარიშება 1 კვ.მ-სა და გრძივ მეტრზე და განფასების მოწოდება. განფასებაში გათვალისწინებული უნდა იყოს სამუშაოების წარმოებისათვის საჭირო ყველა სამშენებლო ხარჯი.
- ასფალტის დაგების სამუშაოების საპროექტო ფართობი შეადგენს 2200 მ²-ს.
- ბაზალტის ბორდიურის მოწყობის საპროექტო სიგრძე შეადგენს 325 მეტრს.
გეგმიურად სამუშაოების დაწყების დრო: 2022 წლის 31 ივლისი
დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:
- ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1). დღგ.ს ჩათვლით.
- საგარანტიო პირობები;
- საგარანტიო ვადები;
- სამუშაოების შესრულების ვადა, გრაფიკი; (შიდა ეზოში ასფალტის დაგების სამუშაოების შესრულება იწარმოებს 2 ეტაპად: I ეტაპზე საავტომობილო სამოძრაო ზოლის ცალი მხარე დასრულდება, ხოლო II ეტაპზე საავტომობილო სამოძრაო ზოლის მეორე მხარე)
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 29 ივლისი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- გთხოვთ სისტემაში მიუთითეთ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური ღირებულება;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები