ჩაბარების ვადა:
10 აგვისტო 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT14095 - ტენდერი ცენტრში არსებული ექვსი ლიფტის (სამი სამგზავრო და სამი ავადმყოფის გადასაყვანი ლიფტი) პროფილაქტიკურ-ავარიული სამუშაოების შესყიდვაზე თანმდევი მომსახურებით
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“ აცხადებს ტენდერს „ცენტრში არსებული ექვსი ლიფტის (სამი სამგზავრო და სამი ავადმყოფის გადასაყვანი ლიფტი) პროფილაქტიკურ-ავარიული სამუშაოების შესყიდვაზე თანმდევი მომსახურებით“.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა
- შემოთავაზებული მომსახურების განფასება - 1 თვის ღირებულება .
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
- უკანასკნელი 2 წლის მანძილზე განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი (დამკვეთი ორგანიზაციის საკონტაკტო პირის მითითებითა და მათ მიერ გაცემული რეკომენდაცია). არსებობის შეთხვევაში.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში უნდა უზრუნველყოს შესასყიდი მომსახურების მიწოდება.
- მომსახურების მოწოდება უნდა განხორციელდეს საჭიროებისამებრ ეტაპობრივად, ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
შენიშვნა:
- საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში; კრიტიკულ შემთხვევებში ტექნიკური ჯგუფის გამოძახებისთანავე.
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
- კლინიკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება შესრულებული სამუშოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების დაცვით.
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
პრეტენდენტი ვალდებულია:
- კლინიკის წარმომადგენლებთან ერთად (საკ ნომერი: 555562324) წინასწარ დაათვალიეროს და დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაოები, მიიღოს მისთვის სასურველი სხვა საჭირო ინფორმაცია;
- უზრუნველყოს ცენტრში არსებული ექვსი ლიფტის (სამი სამგზავრო და სამი ავადმყოფის გადასაყვანი ლიფტი) პროფილაქტიკურ-ავარიული სამუშაოების ჩატარება.
- ჩაატაროს ლიფტების ტექნიკური მომსახურება და რემონტი ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვით.
- დროულად შეატყობინოს „შემსყიდველს“ ლიფტში ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების და გამოსაცვლელი მოწყობილობების შესახებ.
- უზრუნველყოს ექვსივე ლიფტის მექანიკოსის მიერ მომსახურების გაწევა 24 საათის განმავლობაში.
- უზრუნველყოს ორი ცალი გადასაყვანი ლიფტის გამცილებლის მომსახურებით 24 საათის განმავლობაში.
- უზრუნველყოს ორი ცალი სამგზავრო ლიფტის უწყვეტი და გამართული ფუნქციონიერბა 24 საათის განმავლობაში.
- უზრუნველყოს ხელშეკრულების მიზნებისათვის ყველა საჭირო პერსონალით მომსახურება.
- განიხილოს „შემსყიდველის“ წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტაში.
- არაუგვიანეს 24 საათის ვადაში მოახდინოს მწყობრიდან გამოსული დეტალების შესყიდვა, გამოცვლა, შეკეთება.
- უზრუნველყოს და პასუხი აგოს უსაფრთხოების წესების დაცვაზე.
- განახორციელოს ყოველთვიური ფინანსური და საბუღალტრო ანგარიშგება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ხელშეკრულებით დადგენილი წესის მიხედვით.
- აღმოფხვრას გამოვლენილი წუნი საკუთარი ხარჯით.
- განახორციელოს დიაგნოსტიკა, რემონტი და ყველა საჭირო თანმდევი მომსახურება.
- სამუშაოები უნდა განხორციელდეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 10 აგვისტო 18:00 საათი;
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: info@gudushauri.ge
ტენდერის კატეგორია:
- 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები
- 50700000 შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება