ჩაბარების ვადა:

10 აგვისტო 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T14095 - ტენდერი ცენტრში არსებული ექვსი ლიფტის (სამი სამგზავრო და სამი ავადმყოფის გადასაყვანი ლიფტი) პროფილაქტიკურ-ავარიული სამუშაოების შესყიდვაზე თანმდევი მომსახურებით

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,აკად. . ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“ აცხადებს ტენდერსცენტრში არსებული ექვსი ლიფტის (სამი სამგზავრო და სამი ავადმყოფის გადასაყვანი ლიფტი) პროფილაქტიკურ-ავარიული სამუშაოების შესყიდვაზე თანმდევი მომსახურებით“.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ):

  • კომპანიის მიმოხილვა
  • შემოთავაზებული მომსახურების განფასება - 1 თვის ღირებულება .
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
  • უკანასკნელი 2 წლის მანძილზე განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი (დამკვეთი ორგანიზაციის საკონტაკტო პირის მითითებითა და მათ მიერ გაცემული რეკომენდაცია). არსებობის შეთხვევაში.

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში უნდა უზრუნველყოს შესასყიდი მომსახურების მიწოდება.
  • მომსახურების მოწოდება უნდა განხორციელდეს საჭიროებისამებრ ეტაპობრივად, ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

შენიშვნა:

  • საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში; კრიტიკულ შემთხვევებში ტექნიკური ჯგუფის გამოძახებისთანავე.

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას
  • კლინიკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება შესრულებული სამუშოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების დაცვით.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
პრეტენდენტი ვალდებულია:

  • კლინიკის წარმომადგენლებთან ერთად (საკ ნომერი: 555562324) წინასწარ დაათვალიეროს და დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაოები, მიიღოს მისთვის სასურველი სხვა საჭირო ინფორმაცია;
  • უზრუნველყოს ცენტრში არსებული ექვსი ლიფტის (სამი სამგზავრო და სამი ავადმყოფის გადასაყვანი ლიფტი) პროფილაქტიკურ-ავარიული სამუშაოების ჩატარება.
  • ჩაატაროს ლიფტების ტექნიკური მომსახურება და რემონტი ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვით.
  • დროულად შეატყობინოსშემსყიდველსლიფტში ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების და გამოსაცვლელი მოწყობილობების შესახებ.
  • უზრუნველყოს ექვსივე ლიფტის მექანიკოსის მიერ მომსახურების გაწევა 24 საათის განმავლობაში.
  • უზრუნველყოს ორი ცალი გადასაყვანი ლიფტის გამცილებლის მომსახურებით 24 საათის განმავლობაში.
  • უზრუნველყოს ორი ცალი სამგზავრო ლიფტის უწყვეტი და გამართული ფუნქციონიერბა 24 საათის განმავლობაში.
  • უზრუნველყოს ხელშეკრულების მიზნებისათვის ყველა საჭირო პერსონალით მომსახურება.
  • განიხილოსშემსყიდველისწინადადებები და მონაწილეობა მიიღოს წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტაში.
  • არაუგვიანეს 24 საათის ვადაში მოახდინოს მწყობრიდან გამოსული დეტალების შესყიდვა, გამოცვლა, შეკეთება.
  • უზრუნველყოს და პასუხი აგოს უსაფრთხოების წესების დაცვაზე.
  • განახორციელოს ყოველთვიური ფინანსური და საბუღალტრო ანგარიშგება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ხელშეკრულებით დადგენილი წესის მიხედვით.
  • აღმოფხვრას გამოვლენილი წუნი საკუთარი ხარჯით.
  • განახორციელოს დიაგნოსტიკა, რემონტი და ყველა საჭირო თანმდევი მომსახურება.
  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა2022 წლის 10 აგვისტო 18:00 საათი;
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზეinfo@gudushauri.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები
  • 50700000 შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება