15 აგვისტო 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT14203 - ტენდერი შენობის სარეკონსტრუქციო–სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისთვის, საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება/ექსპერტიზაზე
ტენდერის აღწერილობა:
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი აცხადებს ტენდერსბაღდათის მუნიციპალიტეტში სოციალური ინკლუზიის ცენტრის რეაბილიტაციის მიზნით საპროექტო კომპანიის (არქიტექტორის) სარეკონსტრუქციო–სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისთვის, საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება/ექსპერტიზასთან დაკავშირებით სატენდერო დოკუმენტაცია.
კონკრეტული დავალება მოიცავს ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფელ ნერგეეთში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით 30.10.31.315) არსებული შენობა ნაგებობის არქიტექტურული პროექტის მომზადებას, რომელიც მოიცავს და არ შემოიფარგლება შემდეგი საქმიანობით:
- საპროექტო ტერიტორიის ტოპოგრაფიული კვლევა;
- შენობის არქიტექტურა ( გენგეგმა, ჭრილები, ფასადები, ვიზუალიზაცია და ფოტომონტაჟი, კონსტრუქციული პროექტი);
- შიდა კომუნიკაციების წყალმომარაგების, კანალიზაციისა და სადრენაჟო სისტემების, სახანძრო უსაფრთხოების, ელექტრომომარაგების და სუსტი დენების, გათბობა-გაგრილების სისტემების პროექტირება, ვენტილაციის პროექტი;
- შენობის კონსტრუქციულ პროექტი;
- შენობის კონსტრუქციული პროექტის ექსპერტიზა;
- ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური კვლევა;
- ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური კვლევის ექსპერტიზა;
- საინჟინრო კომუნიკაციების პროექტი;
- ტეროტორიის გენგეგმას და კეთილმოწყობის სქემა;
- „საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის საქართველოს მთავრობის დადგენილება
No732-ის მიხედვით „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“-ის წესებთან შესაბამისობის
საექსპერტო დასკვნა; - „საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის დადგენილებაNo41-ის მიხედვით „შენობა-
ნაგებობების უსაფრთხოების წესებთან შესაბამისობის საექსპერტო დასკვნა; - საპროექტრო დოკუმენტაციის შეთანხმება ნებართვის გამცემ ორგანოსთან და სარემონტო-
სარეაბილიტაციო ნებართვის აღება. - პროექტის წინასწარი, საორიენტაციო რესურსული ხარჯთაღრიცხვის შედგენა (შესაბამის
ექსელის ცხრილში), ექსპერტიზა;
შენიშვნა: შენობის სარეკონსტრუქციო სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის დაკვეთით სსიპ
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ #5003910721 (16.06.2021წ) დასკვნის გათვალისწინებით.
შენობის სარეკონსტრუქციო სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ექსპერტიზა უნდა განხორციელდეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სამმართველო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს/სხვა აკრედიტებული ექსპერტის მიერ.
ტექნიკური დავალების ხანგრძლივობა (22 აგვისტო - 30 სექტემბერი 2022)
სარეკონსტრუქციო–სარეაბილიტაციო პროექტირება და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია –22 აგვისტო – 15 სექტემბერი
სარეკონსტრუქციო–სარეაბილიტაციო პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზა 15 – 30 სექტემბერი
დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ტექნიკური დავალების 7. მუხლის შესაბამისი ინფორმაცია და შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ინვოისის სახით (დღგ–ს ჩათვლით). ელ– ფოსტაზე admin@edec.ge განაცხადი მიიღება 2022 წლის 4 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით 18:00 საათამდე ან მისამართზე: ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. #64; განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.
დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით:
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64; ტელ: 0431 251330 საკონტაქტო პირი: ავთანდილ მაჩიტაძე ტელეფონი: 577613693
ელ-ფოსტა: avtandil_machitadze@edec.ge
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები