ჩაბარების ვადა:

15 აგვისტო 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T14203 - ტენდერი შენობის სარეკონსტრუქციო–სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისთვის, საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება/ექსპერტიზაზე

ტენდერის აღწერილობა:

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი აცხადებს ტენდერსბაღდათის მუნიციპალიტეტში სოციალური ინკლუზიის ცენტრის რეაბილიტაციის მიზნით საპროექტო კომპანიის (არქიტექტორის) სარეკონსტრუქციო–სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისთვის, საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება/ექსპერტიზასთან დაკავშირებით სატენდერო დოკუმენტაცია.

კონკრეტული დავალება მოიცავს ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფელ ნერგეეთში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით 30.10.31.315) არსებული შენობა ნაგებობის არქიტექტურული პროექტის მომზადებას, რომელიც მოიცავს და არ შემოიფარგლება შემდეგი საქმიანობით: 

  • საპროექტო ტერიტორიის ტოპოგრაფიული კვლევა;
  • შენობის არქიტექტურა ( გენგეგმა, ჭრილები, ფასადები, ვიზუალიზაცია და ფოტომონტაჟი, კონსტრუქციული პროექტი);
  • შიდა კომუნიკაციების წყალმომარაგების, კანალიზაციისა და სადრენაჟო სისტემების, სახანძრო უსაფრთხოების, ელექტრომომარაგების და სუსტი დენების, გათბობა-გაგრილების სისტემების პროექტირება, ვენტილაციის პროექტი;
  • შენობის კონსტრუქციულ პროექტი;
  • შენობის კონსტრუქციული პროექტის ექსპერტიზა;
  • ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური კვლევა;
  • ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური კვლევის ექსპერტიზა;
  • საინჟინრო კომუნიკაციების პროექტი;
  • ტეროტორიის გენგეგმას და კეთილმოწყობის სქემა;
  • „საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის საქართველოს მთავრობის დადგენილება
    No732-ის მიხედვით „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“-ის წესებთან შესაბამისობის
    საექსპერტო დასკვნა;
  • „საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის დადგენილებაNo41-ის მიხედვით „შენობა-
    ნაგებობების უსაფრთხოების წესებთან შესაბამისობის საექსპერტო დასკვნა;
  • საპროექტრო დოკუმენტაციის შეთანხმება ნებართვის გამცემ ორგანოსთან და სარემონტო-
    სარეაბილიტაციო ნებართვის აღება.
  • პროექტის წინასწარი, საორიენტაციო რესურსული ხარჯთაღრიცხვის შედგენა (შესაბამის
    ექსელის ცხრილში), ექსპერტიზა;

შენიშვნა: შენობის სარეკონსტრუქციო სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის დაკვეთით სსიპ

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ #5003910721 (16.06.2021წ) დასკვნის გათვალისწინებით. 

შენობის სარეკონსტრუქციო სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ექსპერტიზა უნდა განხორციელდეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სამმართველო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს/სხვა აკრედიტებული ექსპერტის მიერ. 

ტექნიკური დავალების ხანგრძლივობა (22 აგვისტო - 30 სექტემბერი 2022)
სარეკონსტრუქციოსარეაბილიტაციო პროექტირება და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია –22 აგვისტო – 15 სექტემბერი
სარეკონსტრუქციოსარეაბილიტაციო პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზა 15 – 30 სექტემბერი

დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ტექნიკური დავალების 7. მუხლის შესაბამისი ინფორმაცია და შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ინვოისის სახით (დღგ–ს ჩათვლით). ელ– ფოსტაზე admin@edec.ge განაცხადი მიიღება 2022 წლის 4 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით 18:00 საათამდე ან მისამართზე:  ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. #64; განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64; ტელ: 0431 251330 საკონტაქტო პირი: ავთანდილ მაჩიტაძე ტელეფონი: 577613693 
ელ-ფოსტა: avtandil_machitadze@edec.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები