ჩაბარების ვადა:
16 სექტემბერი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT14574 - ტენდერი ალაოს ნახარშის ნარჩენის (ნაქაჯი) გაყიდვაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
- ნომრით: # EF-GE /596
- დანიშნულება: ალაოს ნახარშის ნარჩენის (ნაქაჯი) გაყიდვა
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა
დაინტერესებულმა პირებმა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - tenders@ge.anadoluefes.com უნდა გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- ტენდერის განაცხადი, ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმული, დასკანერებული სახით, რომელშიც მითითებული იქნება საკონტაქტო ინფორმაციაც (ელ.ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი);
- სახელმწიფო ნებართვა ნარჩენის გატანა-უტილიზაციაზე;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ტენდერის პირობები:
- ნაქაჯის წლიური გასატანი რაოდენობა შეადგენს მიახლოებით 6500 ტონას;
- აუცილებელი პირობაა, რომ ნაქაჯთან ერთად გამარჯვებულმა კომპანიამ წარმოადგინოს ფასები და შეიძინოს სველი გამოყენებული კიზილგური (წლიური გასატანი რაოდენობა - 7,2 ტონა) და სველი გამოყენებული საფუარი (შეიცავს 15% მშრალ ნივთიერებას; წლიური გასატანი რაოდენობა - 15 ტონა).
- გაყიდვის პერიოდი 15.12.2022 – 31.12.2023;
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- ხსენებული საქონლის გატანა მოხდება ს.ს. ლომისის ტერიტორიიდან, მცხეთის რაიონი, სოფ. ნატახტარი. ტრანსპორტს უზრუნველყოფს მყიდველი.
- აუცილებელია მყიდველს ჰქონდეს სახელმწიფოს ნებართვა ნარჩენის გატანა-უტილიზაციაზე.
- თანხის ჩარიცხვა უნდა მოხდეს საქონლის გატანამდე.
- მოცემული განცხადებით ს.ს. „ლომისს’’ არ ეკისრება ვალდებულება გააფორმოს ხელშეკრულება რომელიმე მონაწილესთან. მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმება ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს ს.ს. „ლომისი’’-ს უფლებას.
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
განაცხადის მიღება იწყება 07.09.2022, 12:00.
განაცხადის მიღება მთავრდება 16.09.2022, 18:00.
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვმართოთ სამუშაო საათებში შაბათ-კვირის გარდა ელ. ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 15600000 დაფქული მარცვლეული პროდუქტები, სახამებელი და სახამებლის პროდუქტები
- 03100000 სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტები