ჩაბარების ვადა:

16 სექტემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T14574 - ტენდერი ალაოს ნახარშის ნარჩენის (ნაქაჯი) გაყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს: 

  • ნომრით: # EF-GE /596
  • დანიშნულება: ალაოს ნახარშის ნარჩენის (ნაქაჯი) გაყიდვა

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა

დაინტერესებულმა პირებმა  შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - tenders@ge.anadoluefes.com უნდა გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ტენდერის განაცხადი, ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმული, დასკანერებული სახით, რომელშიც მითითებული იქნება საკონტაქტო ინფორმაციაც (ელ.ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი);
  • სახელმწიფო ნებართვა ნარჩენის გატანა-უტილიზაციაზე;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ტენდერის პირობები:

  • ნაქაჯის წლიური გასატანი რაოდენობა შეადგენს მიახლოებით 6500 ტონას;
  • აუცილებელი პირობაა, რომ ნაქაჯთან ერთად გამარჯვებულმა კომპანიამ წარმოადგინოს ფასები და შეიძინოს სველი გამოყენებული კიზილგური (წლიური გასატანი რაოდენობა - 7,2 ტონა) და სველი გამოყენებული საფუარი (შეიცავს 15% მშრალ ნივთიერებას; წლიური გასატანი რაოდენობა - 15 ტონა).
  • გაყიდვის პერიოდი 15.12.2022 – 31.12.2023;
  • ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
  • ხსენებული საქონლის გატანა მოხდება ს.ს. ლომისის ტერიტორიიდან, მცხეთის რაიონი, სოფ. ნატახტარი. ტრანსპორტს უზრუნველყოფს მყიდველი.
  • აუცილებელია მყიდველს ჰქონდეს სახელმწიფოს ნებართვა ნარჩენის გატანა-უტილიზაციაზე.
  • თანხის ჩარიცხვა უნდა მოხდეს საქონლის გატანამდე.
  • მოცემული განცხადებით ს.ს. „ლომისს’’ არ ეკისრება ვალდებულება გააფორმოს ხელშეკრულება რომელიმე მონაწილესთან. მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმება ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს ს.ს. „ლომისი’’-ს უფლებას.

მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
განაცხადის მიღება იწყება 07.09.2022, 12:00.
განაცხადის მიღება მთავრდება 16.09.2022, 18:00.
შემოთავაზების სტატუსის შესახებ  შეტყობინება გამოიგზავნება განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვმართოთ სამუშაო საათებში შაბათ-კვირის გარდა ელ. ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com

ტენდერის კატეგორია:

  • 15600000 დაფქული მარცვლეული პროდუქტები, სახამებელი და სახამებლის პროდუქტები
  • 03100000 სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტები

დოკუმენტაცია