ჩაბარების ვადა:

16 ნოემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15174 - ტენდერი თბილისისა და რეგიონის ობიექტებზე ვიტრინების და სარეკლამო აბრის წმენდის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს თბილისისა და რეგიონის ობიექტებზე ვიტრინების და სარეკლამო აბრის წმენდის მომსახურებაზე.

მომსახურების აღწერილობა:

  • თბილისში - ვიტრინების დასუფთავება გარედან მინ. თვეში 3-ჯერ, შიდა მხრიდან მინ. თვეში 2-ჯერ, აბრების წმენდა მინ. თვეში ერთხელ.
  • რეგიონებში - ვიტრინების დასუფთავება გარედან მინ. თვეში 2-ჯერ,  შიდა მხრიდან მინ. თვეში ერთხელ,  აბრების წმენდა მინ. თვეში ერთხელ.

დღეისათვის კომპანიას გააჩნია 375-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი თბილისსა და რეგიონებში, რომელთა რიცხვიც ყოველთვიურად იზრდება.

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • საფასური უნდა ითვალისწინებდეს ზემოთ ჩამოთვლილი სრული მომსახურების ფასს 1 ობიექტზე;
  • პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს არაგეგმიური ვიზიტის პირობები;
  • ფასის დაფიქსირები 1 წლის ვადით;
  • გადახდის  პირობა:  45 დღიანი კონსიგნაცია;

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 16 ნოემბერი, 18:00 საათი.
  • დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge  ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41;
  • შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება