
10 დეკემბერი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT15351 - ტენდერი პაციენტების კვებით უზრუნველყოფის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „გერმანული ჰოსპიტალი („შემსყიდველი”) პრეტენდენტებს სთავაზობს ტენდერს პაციენტების კვებით უზრუნველყოფის შესყიდვაზე მონაწილეობის მიღებას.
- წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.
- ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს სს „გერმანული ჰოსპიტალი“
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2022 წლის 10 დეკემბრის 18:00 საათისა.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
- ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
ტენდერით შესასყიდი მომსახურების აღწერილობა / სპეციფიკაციები:
- შესყიდვის ობიექტი: სს „გერმანული ჰოსპიტალის“ - პაციენტების კვებით უზრუნველყოფა
შესასყიდი საკვების მენეიუს ჩამონათვალი განსაზღვრულია დანართში #1
- საკვების მიწოდება მოხდება დღეში სამჯერადად (საუზმე, სადილი, ვახშამი) კვირაში შვიდი დღე, ორშაბათიდან კვირის ჩათვლით.
- ტენდერის შედეგად შესაძლოა, გამოვლინდეს ერთზე მეტი მიმწოდებელი და ხელშეკრულება გაფორმდეს სხვადასხვა კომპანიებთან.
პროდუქციის მიწოდების ადგილი:
- „სს გერმანული ჰოსპიტალი“ მტკვრის მარცხენა სანაპირო კოსმონავტების 45 ა
სატენდერო მოთხოვნები:
- საკვების მიწოდება მოხდება დღეში სამჯერადად (საუზმე, სადილი, ვახშამი) კვირაში შვიდი დღე, წინასწარ შეთანხმებული კვების რაციონის მიხედვით, შესაბამისი
- პროფილის/ასაკის პაციენტებისთვის.
- მენიუ უნდა იყოს კვირის განმავლობაში ცვლადი.
- გამარჯვებული კომპანია შეკვეთას მიიღებს მეილის საშუალებით.
- დამზადებული საკვების ტრასპორტირება უნდა განახორციელოს ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ. ტრანსპორტირების დროს არ უნდა დაირღვეს კვების სანიტარული და ტემპერატურული ნორმები.
- საკვები უნდა იყოს მოთავსებული ჭურჭელში, რომლითაც საკვების მიწოდების დროს ის შეინარჩუნებს თბილ ტემპერატურას და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მისი ღუმელში მოთავსება გასათბობად.
- სავალდებულოა საკვები დამზადებული იყოს სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების სრული დაცვით. მოწოდებული საკვები უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანისთვის საჭირო მისაღებ ენერგეტიკული ღირებულების ნორმებს.
- სატენდერო წინადადება მომზადებულ უნდა იქნას დანართ #1-ში განსაზღვრული მენიუების მიხედვით.
დამატებითი ინფორმაცია:
- გამარჯვებულ კომპანიასთან სს გერმანული ჰსოპიტალი გააფორმებს ხელშეკრულებას 1 (ერთი) წლის ვადით.
- ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ ორგანიზაციას მოეთხოვება წინასწარ შეთანხმებულ დღეს წარმოადგინოს სატესტოდ კვების სრული ერთი დღის მენიუ (საუზმე, სადილი, ვახშამი)
- ანგარიშსწორება იწარმოებს ლარში (ეროვნულ ვალუტაში), პროდუქციის მიწოდებისა და მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან, 3 (სამი) თვიანი კონსიგნაციის გათვალისწინებით.
შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:
- კონტრაქტორის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და პრეტენდენტის მეირ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გათვალისწინებით.
- მიუხედავად შემსყიდველის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებისა, პრეტენდენტი არ არის უფლებამოსილი ნებისმიერი მატერიალური დანახარჯის ან/და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რაც მას შეიძლება მიადგეს ტენდერში მონაწილეობით, წარსადგენი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებით, ან/და იმ მოქმედების განსახორციელებლად, რომელიც აუცილებელია მისი მიერ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
- სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში
სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- შესასყიდი საქონლის ფასი
- მიწოდების პირობა
- გადახდის პირობა
- შემოთავაზებული პროდუქტის ხარისხი
- კომპანიის გამოცდილება / სანდოობა / სტაბილურობა
- შემსყიდველის ვალდებულებები
შემსყიდველის ვალდებულებებია:
- ხელშეკრულებითა და წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკაშვირებული სხვა დოკუმენტებით განსაზღრული პირობების/ვალდებულებების განუხრელი დაცვა და შესრულება;
- სატენდერო დოკუმენტებისა და მისაწოდებელი პროდუქციის ხარისხზე;
დოკუმენტაცია:
- პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის კონტრაქტორმა უნდა მოამზადოს შემდეგი დოკუმენტები:
- მიღება-ჩაბარება წარმოდგენილი უნდა იქნას დადასტურებული და ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ.
სატენდერო წინადადება:
სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:
- პრეტენდენტი იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
- ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
- სამზარეულოს რამდენიმე სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ფოტოსურათი, სადაც მზადდება საკვები
- სატრანსპორტო საშულების რამოდენიმე რაკურსით გადაღებული ფოტოსურათები
- საკვების შეფუთვის/მოსათავსებელი ჭურჭლის ფოტომასალა
- ხარისხის სერთიფიკატი კვებაში ISO 22000 (არსებობის შემთხვევაში)
- თანამშრომელთა საერთო რაოდენობა.
- მზარეულების საერთო რაოდენობა
პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია:
შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:
- პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
- პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
- მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
- არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
- არ შეესაბამება სინამდვილეს;
- ყალბია. - არსებობს სხვა ობიექტური გარმოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.
კონფიდენციალურობა:
- პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.
სატენდერო წინადადების წარდგენა:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2022 წლის 10 დეკემბრის 18:00 საათისა შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@hgh.ge
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@hgh.ge
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ:
საკონტაქტო პირი: ვანო კობიაშვილი
მობ 571086545
ელ. ფოსტა: kobiashvilivano123@gmail.com
ტენდერის კატეგორია:
- 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება
- 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები