ჩაბარების ვადა:

10 დეკემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15351 - ტენდერი პაციენტების კვებით უზრუნველყოფის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „გერმანული ჰოსპიტალი („შემსყიდველი”) პრეტენდენტებს სთავაზობს ტენდერს პაციენტების კვებით უზრუნველყოფის შესყიდვაზე მონაწილეობის მიღებას.

  • წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.
  • ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს სს „გერმანული ჰოსპიტალი“

შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2022 წლის 10 დეკემბრის 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით. 
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები. 
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.  
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ. 
  • ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება. 
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება. 

ტენდერით შესასყიდი მომსახურების აღწერილობა / სპეციფიკაციები:

  • შესყიდვის ობიექტი: სს „გერმანული ჰოსპიტალის“ -  პაციენტების კვებით უზრუნველყოფა

შესასყიდი საკვების მენეიუს ჩამონათვალი განსაზღვრულია დანართში #1 

  • საკვების მიწოდება მოხდება დღეში სამჯერადად (საუზმე, სადილი, ვახშამი) კვირაში შვიდი დღე, ორშაბათიდან კვირის ჩათვლით.
  • ტენდერის შედეგად შესაძლოა, გამოვლინდეს ერთზე მეტი მიმწოდებელი და ხელშეკრულება გაფორმდეს სხვადასხვა კომპანიებთან.

პროდუქციის მიწოდების ადგილი:  

  • „სს გერმანული ჰოსპიტალი“ მტკვრის მარცხენა სანაპირო კოსმონავტების 45 ა 

სატენდერო მოთხოვნები:

  • საკვების მიწოდება მოხდება დღეში სამჯერადად (საუზმე, სადილი, ვახშამი) კვირაში შვიდი დღე, წინასწარ შეთანხმებული კვების რაციონის მიხედვით, შესაბამისი 
  • პროფილის/ასაკის პაციენტებისთვის.
  • მენიუ უნდა იყოს კვირის განმავლობაში ცვლადი.
  • გამარჯვებული კომპანია შეკვეთას მიიღებს მეილის საშუალებით.
  • დამზადებული საკვების ტრასპორტირება უნდა განახორციელოს ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ. ტრანსპორტირების დროს არ უნდა დაირღვეს კვების სანიტარული და ტემპერატურული ნორმები.
  • საკვები უნდა იყოს მოთავსებული ჭურჭელში, რომლითაც საკვების მიწოდების დროს ის შეინარჩუნებს თბილ ტემპერატურას და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მისი ღუმელში მოთავსება გასათბობად.
  • სავალდებულოა საკვები დამზადებული იყოს სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების სრული დაცვით. მოწოდებული საკვები უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანისთვის საჭირო მისაღებ ენერგეტიკული ღირებულების ნორმებს.
  • სატენდერო წინადადება მომზადებულ უნდა იქნას დანართ #1-ში განსაზღვრული მენიუების მიხედვით.

დამატებითი ინფორმაცია:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან სს გერმანული ჰსოპიტალი გააფორმებს ხელშეკრულებას 1 (ერთი) წლის ვადით.
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ ორგანიზაციას მოეთხოვება წინასწარ შეთანხმებულ დღეს წარმოადგინოს სატესტოდ კვების სრული ერთი დღის მენიუ (საუზმე, სადილი, ვახშამი)
  • ანგარიშსწორება იწარმოებს ლარში (ეროვნულ ვალუტაში), პროდუქციის მიწოდებისა და მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან,  3 (სამი) თვიანი კონსიგნაციის გათვალისწინებით.

შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:

  • კონტრაქტორის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და პრეტენდენტის მეირ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გათვალისწინებით.
  • მიუხედავად შემსყიდველის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებისა, პრეტენდენტი არ არის უფლებამოსილი ნებისმიერი მატერიალური დანახარჯის ან/და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რაც მას შეიძლება მიადგეს ტენდერში მონაწილეობით, წარსადგენი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებით, ან/და იმ მოქმედების განსახორციელებლად, რომელიც აუცილებელია მისი მიერ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
  • სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • შესასყიდი საქონლის ფასი
  • მიწოდების პირობა
  • გადახდის პირობა
  • შემოთავაზებული პროდუქტის ხარისხი
  • კომპანიის გამოცდილება / სანდოობა / სტაბილურობა
  • შემსყიდველის ვალდებულებები

შემსყიდველის ვალდებულებებია:

  • ხელშეკრულებითა და წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკაშვირებული სხვა დოკუმენტებით განსაზღრული პირობების/ვალდებულებების განუხრელი დაცვა და შესრულება;
  • სატენდერო დოკუმენტებისა და  მისაწოდებელი პროდუქციის ხარისხზე;

დოკუმენტაცია:

  • პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის კონტრაქტორმა უნდა მოამზადოს შემდეგი დოკუმენტები:
  • მიღება-ჩაბარება წარმოდგენილი უნდა იქნას დადასტურებული და ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ. 

სატენდერო წინადადება:
სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:

  • პრეტენდენტი იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
  • სამზარეულოს რამდენიმე სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ფოტოსურათი, სადაც მზადდება საკვები  
  • სატრანსპორტო საშულების რამოდენიმე რაკურსით გადაღებული ფოტოსურათები
  • საკვების შეფუთვის/მოსათავსებელი ჭურჭლის ფოტომასალა
  • ხარისხის სერთიფიკატი კვებაში ISO 22000 (არსებობის შემთხვევაში)
  • თანამშრომელთა საერთო რაოდენობა.
  • მზარეულების საერთო რაოდენობა

პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია:
შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში; 
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    - სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარმოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

კონფიდენციალურობა:

  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

სატენდერო წინადადების წარდგენა:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2022 წლის 10 დეკემბრის 18:00 საათისა შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@hgh.ge

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@hgh.ge

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ:
საკონტაქტო პირი: ვანო კობიაშვილი
მობ 571086545
ელ. ფოსტა: kobiashvilivano123@gmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება
  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები