ჩაბარების ვადა:

1 დეკემბერი 2022, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T15361 - ტენდერი სპეც. ტანსაცმლის შესყიდვის შესახებ

ტენდერის აღწერილობა:

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის წლის ჭრილში შესასყიდი სპეც. ტანსაცმლის - ზამთრის ქურთუკის და შარვლის მომწოდებელი კომპანიის გამოვლენაზე.

ტენდერის დეტალები:

  • ზამთრის ქურთუკი - 429 ცალი;
  • შარვლი - 59 ცალი;

შესასყიდი სპეც. ტანსაცმლის ვიზუალი და სპეციფიკაცია გთხოვთ, იხილოთ დართულ ფაილებში დიზაინი და დანართი_N1-ში.

შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად (დათბილული სპეც. ტანსაცმლის მოწოდების ბოლო ვადა არის არა უგვიანეს 2022 წლის 20 დეკემბერი);

შემსყიდველი ორგანიზაციები:

  • შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია. ქ. გარდაბანი, დ. აღმაშებლის ქ. N2;
  • შპს მტკვარი ენერჯი. მისამართი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. N2ა

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ნიმუშები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი_N2 სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიების მითითებულ მისამართებზე;
  • კომერციული წინადადება უნდა ითვალისწინებდეს მოცემული რაოდენობების ცვლილებას +/- 15% ოდენობით;
  • პროდუქციის ნიმუშების წარდგენა აუცილებელია !!!
  • პროდუქციის ნიმუშების წარდგენა შესაძლებელია ბრენდირების გარეშე;
    შენიშვნა: ერთ პოზიციაზე რამდენიმე ალტერნატივის შემოთავაზების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ნიმუშების მარკირება ისეთი სახით რომ შესაძლებელი იყოს ნიმუშის დაკავშირება კომერციულ წინადადებაში არსებულ პოზიციასთან, ნიმუშის ფასით მარკირება იკრძალება !!!
  • შესაბამისობის სერტიფიკატებისა  და სხვა ტიპის ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა რომელიც ადასტურებს გამოყენებული მასალების (ქსოვილის) შესაბამისობას მოთხოვნილ ტექიკურ პარამეტრებთან;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან) და საკონტაქტო პირი;

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 1 დეკემბერი, 16:00 საათი
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია, ტენდერის დასახელება და ნომერი  - 17/11-GIEC -P/UNI-22;
  • წინადადების ისევე როგორც ნიმუშების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
სოფია ბაგდასაროვი
ელ.ფოსტა: sbagdasarova@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 593 97 67 57

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები