1 დეკემბერი 2022, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT15361 - ტენდერი სპეც. ტანსაცმლის შესყიდვის შესახებ
ტენდერის აღწერილობა:
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის წლის ჭრილში შესასყიდი სპეც. ტანსაცმლის - ზამთრის ქურთუკის და შარვლის მომწოდებელი კომპანიის გამოვლენაზე.
ტენდერის დეტალები:
- ზამთრის ქურთუკი - 429 ცალი;
- შარვლი - 59 ცალი;
შესასყიდი სპეც. ტანსაცმლის ვიზუალი და სპეციფიკაცია გთხოვთ, იხილოთ დართულ ფაილებში დიზაინი და დანართი_N1-ში.
შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად (დათბილული სპეც. ტანსაცმლის მოწოდების ბოლო ვადა არის არა უგვიანეს 2022 წლის 20 დეკემბერი);
შემსყიდველი ორგანიზაციები:
- შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია. ქ. გარდაბანი, დ. აღმაშებლის ქ. N2;
- შპს მტკვარი ენერჯი. მისამართი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. N2ა
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ნიმუშები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი_N2 სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიების მითითებულ მისამართებზე;
- კომერციული წინადადება უნდა ითვალისწინებდეს მოცემული რაოდენობების ცვლილებას +/- 15% ოდენობით;
- პროდუქციის ნიმუშების წარდგენა აუცილებელია !!!
- პროდუქციის ნიმუშების წარდგენა შესაძლებელია ბრენდირების გარეშე;
შენიშვნა: ერთ პოზიციაზე რამდენიმე ალტერნატივის შემოთავაზების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ნიმუშების მარკირება ისეთი სახით რომ შესაძლებელი იყოს ნიმუშის დაკავშირება კომერციულ წინადადებაში არსებულ პოზიციასთან, ნიმუშის ფასით მარკირება იკრძალება !!! - შესაბამისობის სერტიფიკატებისა და სხვა ტიპის ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა რომელიც ადასტურებს გამოყენებული მასალების (ქსოვილის) შესაბამისობას მოთხოვნილ ტექიკურ პარამეტრებთან;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან) და საკონტაქტო პირი;
წინადადების წარდგენის წესი:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 1 დეკემბერი, 16:00 საათი
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია, ტენდერის დასახელება და ნომერი - 17/11-GIEC -P/UNI-22;
- წინადადების ისევე როგორც ნიმუშების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
სოფია ბაგდასაროვი
ელ.ფოსტა: sbagdasarova@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 593 97 67 57
ტენდერის კატეგორია:
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
- 18300000 ტანსაცმელი
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები