ჩაბარების ვადა:

28 ნოემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T15364 - ტენდერი 25 ავტოსამრეცხაო ბოქსის გაქირავებასთან და რეცხვის ტალონებით მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ აცხადებს ტენდერს 25 ავტოსამრეცხაო ბოქსის გაქირავებასთან და რეცხვის ტალონებით მომსახურებასთან დაკავშირებით: 

16 ბოქსი თბილისის მასშტაბით და 9 ბოქსი რეგიონებში. გთხოვთ, იხილოთ თანდართული ლოკაციების დოკუმენტი. 

ბოქსებში პრეტენდენტს დახვდება დამკვეთის კუთნილი ტექნიკა, რომლის ყიდვაზე ან ქირაობაზე მოლაპარაკებები შესაძლებელი იქნება პრეტენდენტი კომპანიის ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში:

დასახელება ერთეული
კერხერი 10
მტვერსასრუტი 8
კომპრესორი 5
ქაფის ბალონი 7
ქიმწმენდის აპარატი 2
ქაფის ფიქსატორი 2


პრეტენდენტს ბოქსებში ასევე დახვდება რეცხვისთვის განკუთვნილი სახარჯი მასალა, რომლის გადაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შესაძლებელი იქნება პრეტენდენტი კომპანიის ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში. 

მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:

  • პრეტენდენტმა თითოეულ ობიექტზე უნდა მოაწყოს თავისი ინდივიდუალური მრიცხველები, რომლის მიხედვითაც აღრიცხავს კომუნალურ დანახარჯებს.
  • პრეტენდენტი უნდა მოემსახუროს „სოკარის“ კომპანიების კუთვნილ ავტომობილებს და მის კორპორატიულ კლიენტებს, დაახლოებით 933 ერთეულს თვიურად. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს კონკურენტული სატენდერო წინადადების მოწოდება აღნიშნული რაოდენობების გათვალისწინებით:
    - სედანი 446
    - ჯიპი 436
    - მიკრო - 51
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება ტალონებით რეცხვის მომსახურებასთან დაკავშირებით ავტომანქანის ცალკეული კატეგორიების მიხედვით, ერთეულის საბაზრო ღირებულება და შესაბამისი ფასდაკლების საპროცენტო განაკვეთი, რომლითაც ისარგებლებს დამკვეთი. 
  • შენიშვნა: ზემოთ მოცემული რაოდენობები განსაზღვრულია ყოველთვიურად. აღნიშნული რაოდენობები კატეგორიების მიხედვით შეიძლება შეიცვალოს და დაკორექტირდეს +-20%-ით.
  • რეცხვის ტალონებს გაცემის დღიდან უნდა ჰქონდეს არანაკლებ ერთწლიანი მოქმედების ვადა.
  • ბოქსებს და უძრავ ქონებას უნდა შეუნარჩუნდეს პირვანდელი სახე და იმყოფებოდეს მუშა მდგომარეობაში.
  • პრეტენდენტ კომპანიას უნდა გააჩნდეს მინიმუმ 10 ბოქსის მართვის გამოცდილება, რაზეც სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები.
  • პრეტენდენტ კომპანიას უნდა გააჩნდეს სამრეცხაო სფეროში ოპერირების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება წარმოადგინოს დოკუმენტები.
  • ჰქონდეს კორპორატიულ კლიენტებთან რეცხვის მომსახურების გამოცდილება და წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია სატენდერო წინადადებასთან ერთად.
  • პრეტენდენტ კომპანიას უნდა ჰქონდეს დანერგილი სატალონე სისტემა.
  • პრეტენდენტის პერსონალი ეკიპირებული უნდა იყოს, სპეც ფორმებით, რომლიც შესაბამისობაში იქნება გარემოს დაცვითი და ტექნიკური, შრომითი უსაფრთხოების ნორმებთან.
  • პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად ცალკე უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება იჯარის ღირებულების თაობაზე.
  • პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ტალონების მოქმედების ვადის შესახებ. 

გადახდის პირობები: პრეტენდენტმა კომპანიამ ყოველი თვის დასაწყისში წინასწარ ავანსის სახით უნდა უზრუნველყოს იჯარის საფასურის 100%-ის გადახდა დამკვეთისთვის. 

ტენდერის ვადები: 10 კალენდარული დღე 

ხელშეკრულების ვადები: გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება ცალკე ტალონებით რეცხვით მომსახურებასთან და ცალკე იჯარასთან დაკავშირებით. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 28 ნოემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირი: რევაზ მუხიგულაშვილი
მობ: 577222484

ტენდერის კატეგორია:

  • 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    24 ნოემბერი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა